სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ „დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, "ნატო"-ს სამიტზე წასვლის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის ყურება ამჯობინა“. რეალურად, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრებმა საკუთარ გუნდებს სწორედ იმ შენობიდან უგულშემატკივრეს, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობდა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა და ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა, 20 ივლისს ჰოლანდიასა და ინგლისს შორის გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალს ერთად უყურეს.

სხოოფი და სტარმერი ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე პირველად წარდგნენ პრემიერ- მინისტრების რანგში, ამიტომ შეხვედრების გამო მათ მატჩის დიდი ნაწილის გამოტოვება უწევდათ.

„ვვარაუდობ, რომ პირველი ტაიმის გამოტოვება მომიწევს, მაგრამ მეორე ტაიმის ყურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთად შემიძლია“, - განაცხადა სხოოფმა ჰოლანდიურ გამოცემა De Telegraaf-თან.

იგი იმედოვნებდა, რომ „დროდადრო მიიღებდა სიახლეებს“ მატჩის შესახებ, ვიდრე საკონფერენციო ცენტრის, რომელშიც NATO-ს სამიტი იმართებოდა, გვერდით ოთახში ტელევიზორი დაიდგმებოდა.

საბოლოოდ, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრებმა მატჩის მეორე ნახევარს ერთად, იმავე შენობაში უყურეს, სადაც შეხვედრებს ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ De Telegraaf-ის კორესპონდენტი პლატფორმა X-ზე წერდა: „პრემიერ მინისტრი დიკ სხოოფი ოთხშაბათს ვაშინგტონში ჰოლანდიის ნაკრების [თამაშის] მეორე ნახევარს ბრიტანეთის ახალ პრემიერთან ერთად უყურებს“.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5555 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი