-
ჯერ კიდევ ნარმანიამ გამართა „დიღმის ჭალე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
10 000 დოლარის იყო [მშპ ერთ სულ მოსახლეზ
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრე
მცდარიგანცხადება არაზუსტია
ფაქტ-მეტრი ხელს აწერს და სრულად იზიარებს საერთაშორისო Fact-Checker-თა ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) მიერ შეთანხმებულ და დადგენილ პრინციპებს
წარმოდგენილი პრინციპების კოდექსი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეგულარულად აქვეყნებენ კვლევებს როგორც საჯარო პირების და წამყვანი ინსტიტუტების გამონათქვამების, ასევე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის შესახებ. აღნიშნული კოდექსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივი სიზუსტის დამდგენ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და კეთილსინდისიერი მკვლევრების ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო პრინციპებს აერთიანებს.
ხელმომწერ ორგანიზაციათა მიერ აღებული ვალდებულებები მოიცავს:
1. მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის ვალდებულება
ხელმომწერი ორგანიზაციები განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის დადგენისას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ერთიანი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და განსაკუთრებულ აქცენტს ერთ რომელიმე მხარეზე არ აკეთებენ. ნებისმიერი ფაქტის შემოწმება ერთი და იგივე პროცესით ხორციელდება და დასკვნაც არსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით გამომდინარეობს. ხელმომწერები უარს ამბობენ შესამოწმებელი საკითხების ლობირებაზე და მათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით არ განიხილავენ.
2. წყაროების გამჭვირვალობის ვალდებულება
ხელმომწერები დაინტერესებულები არიან, რომ მკითხველებმა დამოუკიდებლად შეძლონ წარმოდგენილი დასკვნების გადამოწმება. შესაბამისად, ხელმომწერები სათანადოდ, დეტალურად მიუთითებენ ყველა წყაროს და ამით მკითხველებს აძლევენ უკვე გაწეული სამუშაოს ხელახლა ჩატარების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას წყაროს უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში, ხელმომწერები ცდილობენ საკითხის დეტალიზაციას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
3. დაფინანსებისა და ორგანიზაციის გამჭვირვალობის ვალდებულება
ხელმომწერი ორგანიზაციები გამჭვირვალეები არიან დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. სხვა ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ხელმომწერები გამორიცხავენ დონორთა ზეგავლენას ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის პროცესში წარმოდგენილ დასკვნებზე. ხელმომწერ ორგანიზაციებს დეტალურად გამოაქვთ ინფორმაცია ყველა წამყვანი თანამშრომლის პროფესიული გამოცდილების შესახებ, ასევე განმარტავენ ორგანიზაციის სტრუქტურასა და სამართლებრივ სტატუსს. ხელმომწერები მკითხველებს მკაფიოდ მიუთითებენ მათთან კომუნიკაციის შესაძლო საშუალებებზე.
4. მეთოდოლოგიის გამჭვირვალობის ვალდებულება
ხელმომწერები განმარტავენ გადასამოწმებელი ფაქტების შერჩევის, წერის, რედაქტირების, გამოქვეყნებისა და შესწორების შეტანის დროს გამოყენებულ მეთოდოლოგიას. ხელმომწერები ცდილობენ მკითხველის წახალისებას გადასამოწმებელი ფაქტების გამოსაგზავნად და ინარჩუნებენ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ახორციელებენ ფაქტის გადამოწმებას.
5. ღია და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკის ვალდებულება
ხელმომწერები აქვეყნებენ კვლევებში შესწორების შეტანის კრიტერიუმებს და მათ ზედმიწევნით იცავენ. ხელმომწერები კვლევებს მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების კრიტერიუმების შესაბამისად ამოწმებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მკითხველებმა შესწორებული ვერსია იხილონ.
თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს კოდექსის პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტმეტრის საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. IFCN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მას შეუძლია პროექტს შეუჩეროს ან გაუუქმოს ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy