შეამოწმე შენი ფაქტები
ფაქტ-მეტრი საკუთარ მკითხველს სთავაზობს სერვისს - „შეამოწმე შენი ფაქტი.“ თქვენ შეგიძლიათ ფაქტ-მეტრის გუნდს მიმართოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საჯარო პირის განცხადების/საკითხის გადამოწმების თხოვნით. ჩვენ განვიხილავთ თქვენს წერილს და იმ შემთხვევაში, თუ მასში მოყვანილ ფაქტზე შესაძლებელია კვლევის ჩატარება, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში სტატიის სახით მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას. ფაქტ-მეტრი არ ამოწმებს შეფასებებსა და სამომავლო დანაპირებს. ჩვენ ვამოწმებთ კონკრეტულ ფაქტებს. თქვენ მიერ მოწოდებული განცხადების გადამოწმების შემთხვევაში, ავტორის სურვილის შესაბამისად, ფაქტ-მეტრი სტატიაში გამოაქვეყნებს შეკითხვის ავტორის სახელს, გვარს და ფოტოს. ფაქტ-მეტრის საქმიანობა ფაქტების სიღრმისეულ კვლევაზეა დამყარებული, რაც ინფორმაციის შეგროვების, გამოთხოვისა და მისი ანალიზისთვის გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაძლოა, აღნიშნულ კვლევას, საშუალოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე დასჭირდეს. შესამოწმებელი განცხადებები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, მასში მოყვანილი სავალდებულო ველებით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით (სახელი, გვარი, ელ-ფოსტა) ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე – https://www.facebook.com/Factcheck.ge დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. ჩვენ თქვენთვის ვადგენთ სიმართლეს!
ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"
იხილეთ ვრცლადყველაზე კითხვადი
-
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორი
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
კითხვარი დაცულია ევროკავშირის მხრიდან და
მცდარიგანცხადება არაზუსტია -
13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს 3-4
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
დეზინფორმაცია: საქართველოს მოსახლეობის უ
ყალბი ამბავიყალბი ამბავი -
რუსთავის 2-ის თემის შემდეგ არაერთხელ დაწ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია