სოციალურში ქსელში Facebook მომხმარებელი გია აბაშიძე, ყოფილი სახალხო დამცველის და საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას გაყალბებული პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ყალბი პოსტის მიხედვით, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ხალხს აღდგომა მიულოცა და პოსტს ცისარტყელის ფერებში შეღებილი კვერცხის სურათი დაურთო. რეალურად, ნინო ლომჯარიას სააღდგომო მისალოც პოსტზე სრულიად სხვა სურათი აქვს დართული.

ნინო ლომჯარიას პირად პროფილზე მსგავსი სურათი არ იძებნება, ხოლო პოსტზე, რომელიც მან აღწერით „ქრისტე აღსდგა! გილოცავთ“ 2024 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა, სრულიად სხვა სურათი არის დართული.

ყალბ პოსტს ნინო ლომჯარია თავადაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ის ტყუილი და დეზინფორმაციაა.

აქედან გამომდინარე, ნინო ლომჯარიას პოსტის ფოტოანაბეჭდი, რომელშიც თითქოს ის ხალხს აღდგომას ცისარტყელის ფერებში შეღებილი კვერცხის სურათით ულოცავს, ყალბია.

მსგავსი შინაარსის პოსტები, ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების და აქციების ლგბტქი+ აქტივისტებად წარმოჩენას და ლგბტქი+ თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნული იმ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია, რომელსაც ანონიმური Facebook (1, 2, 3) და TikTok (1, 2, 3) გვერდები, ისევე როგორც პროსახელისუფლებო მედია (1, 2, 3), ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმართ აწარმოებენ.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი