სოციალურ ქსელში ტელეკომპანიებმა POSTV (1; 2) და „იმედმა“, ასევე სხვა Facebook და TikTok-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს. (არქივირებული ბმული 1; 2)

სინამდვილეში „ტვ პირველმა“ ორი მსვლელობა გააშუქა. ერთი-ერთი მათგანი იყო „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერთა მსვლელობა, რომელსაც „ტვ პირველმა“ რადიკალებისა და პრორუსების მსვლელობა უწოდა. კადრში (08:30-დან) მართლაც ჩანდნენ „ალტ-ინფოს“ ლიდერები, რომლებიც 17 მაისის ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდნენ. სწორედ მათი მისამართით იქნა გამოყენებული ზემოთ აღნიშნული სათაური. „ტვ პირველმა“ სათაურით („პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“) გააშუქა „ალტ-ინფოსთან“ ლიდერებთან, კოკა მორგოშიასა და გიორგი ქარდავასთან ჩაწერილი ინტერვიუებიც.

მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა“ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერთა მსვლელობას 5-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, დაიწყო ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გაშუქებაც (13:40-დან), რომელიც ასევე 5 წუთს გაგრძელდა.

ფაქტია, რომ „ტვ პირველი“ პრორუსებად და რადიკალებად არა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსულ ყველა მოქალაქეს, არამედ „ალტ-ინფოს“ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ასახელებს.

ინფორმაციას „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გამოეხმაურა: „ორი ჩართვა იყო გამოშვებაში, ერთი ალტ ინფოს მსვლელობა და მეორე ოჯახის სიწმინდის დღე!!! შესაბამისი სათაურებით, ახლა ავრცლეებენ ყალბ ქარდს თითქოს ოჯახის სიწმინდის დღეს ტვ პირველმა პრორუსების მსვლეობა დააწერაო!“ - ნათქვამია განცხადებაში.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ტელეკომპანია „იმედმა“ Facebook-გვერდზე მის მიერ გაზიარებული პოსტი დაარედაქტირა. ახალ პოსტში ამ ფაქტთან დაკავშირებით, ნოდარ მელაძის გამოხმაურება ასახა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ნოდარ მელაძის კომენტარი ასახა, პოსტში კვლავ რჩება მცდარი ინფორმაცია. პოსტის შესავალში მოცემული მტკიცება, რომ ოპოზიცია რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს, ისევ ფაქტის სახით არის მოცემული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, POSTV-სა და „იმედის“ მტკიცება იმის შესახებ, თითქოს „ტვ პირველი“ რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს, ყალბია.

--------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი