მანიპულაცია: დედოფალმა ელისაბედმა კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფიანი მაისური სთხოვა

ვერდიქტი: მანიპულირება

პირველ სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუს სურათები გამოაქვეყნა, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი კლუბის ფორმაში იყო გამოწყობილი, ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ II-მ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 80 ფორმა შეუკვეთა, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე რონალდუს „ხელმოწერა სთხოვა“.

აღნიშნული ცნობა საქართველოს გარდა, მთელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და ინფორმაციის სიზუსტის გადასამოწმებლად არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ საკითხის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, დიდი ალბათობით, Twitter-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა ანგარიშმა, Sport Innovation Society-მ გაავრცელა.

თუმცა, მოგვიანებით Sport Innovation Society-იმ პოსტი წაშალა და მომხმარებლებს მოუბოდიშა, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენა ვერ შეძლო.

ამდენად, ცნობა იმის შესახებ, რომ დედოფალმა ელისაბედ II-მ კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფიანი მაისური სთხოვა, ფაქტებით არ დასტურდება. ხოლო ინფორმაციის სავარაუდო პირველწყარომ აღნიშნული თავადვე უარყო.

სპორტული საინფორმაციო სააგენტო Goal.com-ს ცნობით, დედოფალ ელისაბედ II-ის შესახებ გავრცელებული ჭორების მიხედვით, ის შესაძლოა „ვესთ ჰემ იუნაიტედის“, ან ლონდონის „არსენალის“ გულშემატკივარი იყოს. გაერთიანებული სამეფოს დედოფალს საჯაროდ არ უსაუბრია, თუ პრემიერ ლიგის რომელ გუნდს გულშემატკივრობს.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი