2024 წლის 25 აპრილს TV Imedi-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი შემდეგი აღწერით: „Tbilisi Pride: ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება "რუსულ კანონს" არ გაიხმობს“. პოსტი მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს განცხადება ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ მხოლოდ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდს“ ეკუთვნის (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში, 2024 წლის 25 აპრილს 126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა და სწორედ მათი საერთო განაცხადი იყო ის, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ განცხადებად წარმოაჩინა.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“.
1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს;
2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა." - ნათქვამია განცხადებაში.
ამგვარად, „იმედის“ მიერ გავრცელებული პოსტი შეცდომაში შემყვანია, რადგან ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას თითქოს განცხადება ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ მხოლოდ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდს“ ეკუთვნის.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.