რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (კერძოდ, 2007-2012 წლებში) ერთი კოლოგრამი ატმის საშუალო საცალო საბაზრო ფასი ლარზე ნაკლები არ ყოფილა. შესაბამისად, ყუთი ატმის ფასი 3 ლარი, ამ მონაცემებით, ვერ იქნებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ატმის ყველაზე დაბალი ფასი 2007 წელს (1.04 ლარი) დაფიქსირდა.
რაც შეეხება ერთი კილოგრამი ატმის საშუალო ფასს ე.წ. ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) ყველზე დაბალი და მაღალი ფასი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2013 და 2015 წელს დაფიქსირდა. „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ( კონკრეტულად, 2008-2012 წლებში) ატმის ფასი ყველაზე დაბალი 2009 წელს იყო - 0.44 ლარი, თუმცა 2013 წლის ატმის ღირებულებას (0.31 ლარი) 13 თეთრით აღემატება. შესაბამისად, დასახელებულ წელს ნებისმიერი სიდიდის ყუთი ატმის ღირებულება უფრო მეტი იყო, ვიდრე იგივე ზომის ყუთი ატმის ფასი 2013 წელს. შესაბამისად, ხაზგასმა, რომ ატმის დაბალი ფასი მხოლოდ ნაციონალების დროს ფიქსირდებოდა, რეალობას არ შეესაბამება. განცხადებაში თავდაცვის მინისტრი ატმის ფასის ზრდაზე აპელირებს და აღნიშნულს „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წარმატებად წარმოაჩენს. როგორც აღვნიშნეთ, ატმის დაბალი ფასი და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა „ქართული ოცნების“ პერიოდშიც იყო. კერძოდ, 2016 წელს ატმის უხვმა მოსავალმა (33 ათასი ტონა) და ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთან (რუსეთთან) დამაკავშირებელი გზის დროებითმა ჩაკეტვამ ატმის ფასი დაბლა დასწია და რეალიზაციის პრობლემა გამოიწვია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ატმის ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წლიდან ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, რაც უთუოდ დადებითი ტენდენციაა.
რადგან განცხადებაში თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ატმის ფასზე გლეხებისგან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ის განცხადების შინაარს ეთანხმება და მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმატებაზე აპელირებს, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და მხოლოდ ანალიზით შემოვიფარგლებით.
ანალიზი
საგარეჯოში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ატმის ფასზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ქართული ოცნების“ პირობებში არაერთ წინსვლას და წარმატებას მივაღწიეთ. თუნდაც, ბაზრების გახსნა. მე წეღან გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე, რომელიც აღტაცებული იყო. მან თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი ან 1.80 თეთრი კოლოგრამი ატამი. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას დიდი წარმატება“.
კახეთში ატმის ბაღები დაახლოებით 5 500 ჰა-ზე არის გაშენებული. ბოლო წლების განმავლობაში ატმის წარმოების მნიშვნელოვანი მატება 2013 წლიდან ფიქსირდება.
ცხრილი 1: ატმის წარმოება 2006-2019 წლებში (ათასი ტონა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ატმის წლიური საშუალო საცალო საბაზრო ფასი, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
ცხრილი 2:ატმის საცალო საბაზრო ფასი 2007-2019 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის მიხედვით, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთი კოლოგრამი ატმის საშუალო საცალო საბაზრო ფასი ლარზე ნაკლები არ ყოფილა. შესაბამისად, ყუთი ატმის ფასი 3 ლარი, ამ მონაცემებით, ვერ იქნებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ატმის ყველაზე დაბალი ფასი 2007 წელს (1.04 ლარი) დაფიქსირდა.
რაც შეეხება ერთი კილოგრამი ატმის საშუალო ფასს ე.წ. ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) წლების განმავლობაში შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 3: ატმის ფასი (მწარმოებელთა ფასი, ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკაში ცალკე კახეთის რეგიონის ატმის ფასი მხოლოდ 2016 წლიდან არის ასახული, რაც გამოკვლევის შერჩევის ზომის სიმცირით აიხსნება. რადგან 2016 წლიდან არსებულ მთლიანი საქართველოს და კახეთის ატმის ფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ ფიქსირდება, წინა წლების სურათის შესაქმნელად საქართველოს მთლიანი მონაცემი გამოვიყენეთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმის ყველაზე დაბალი და მაღალი ფასი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2013 და 2015 წელს დაფიქსირდა. „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ( კონკრეტულად, 2008-2012 წლებში) ატმის ფასი ყველაზე დაბალი 2009 წელს იყო - 0.44 ლარი, თუმცა 2013 წელს ატმის ღირებულებას (0.31 ლარი) 13 თეთრით აღემატება. შესაბამისად, დასახელებულ წელს ნებისმიერი სიდიდის ყუთი ატმის ღირებულება უფრო მეტი იყო, ვიდრე იგივე ზომის ყუთი ატმის ფასი 2013 წელს.
განცხადებაში თავდაცვის მინისტრი ატმის ფასის ზრდაზე აპელირებს და აღნიშნულს „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წარმატებად წარმოაჩენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ატმის დაბალი ფასი და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა „ქართული ოცნების“ პერიოდშიც იყო. კერძოდ, 2016 წელს ატმის უხვმა მოსავალმა (33 ათასი ტონა) და ყველაზე მსხვილ ექსპორტიორთან (რუსეთთან) დამაკავშირებელი გზის დროებითმა ჩაკეტვამ ატმის ფასი დაბლა დასწია და რეალიზაციის პრობლემა გამოიწვია (იხილე: სტატია1, სტატია2 ).
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ატმის ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წლიდან ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, რაც უთუოდ დადებითი ტენდენციაა. მიმდინარე წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 24 240 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 208 ტონით მეტია. ყველაზე დიდი რაოდენობის ატამი რუსეთში (15 809ტ), სომხეთსა (7 381 ტ) და აზერბაიჯანშია (567ტ) გატანილი. ატმის საშუალო ფასი 1-2 ლარს შორის მერყეობს.ბოლო წლების მიხედვით ატმის ექსპორტის სტატისტიკა კი შემდეგნაირია:
ცხრილი 4: ატმის ექსპორტი 2009-2020 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური