სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო (იხილეთ 1, 2, 3), რომელზეც თივის ზვინებით დაფარული პარიზის ქუჩებია გამოსახული. ფოტოს გამავრცელებლები საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირებენ, თუმცა რეალურად, ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და საფრანგეთში მიმდინარე ფერმერთა პროტესტთან კავშირი არ აქვს.

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებული ფოტო (იხილეთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და სხვ.), რომელსაც ათი ათასობით გაზიარება აქვს, პირველად 2024 წლის 1 თებერვალს ფრანგული Instagram-ანგარიშის Ifonly.ai-ის მიერ გამოქვეყნდა. Instagram-მომხმარებელი ანგარიშის აღწერაში აკონკრეტებს, რომ მისი ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტისა და ხელოვნების შერწყმას წარმოადგენს.

ფოტოს ვირუსულად გავრცელებისა და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Open.online-ის მიერ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ, Ifonly.ai-მ ფოტო წაშალა. მოგვიანებით კი პარიზის შესახებ ალბომი, ვირუსულად გავრცელებული ფოტოს გამოკლებით, თავიდან გამოაქვეყნა. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ შენიშვნას, რომ ფოტოების სერია ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა გენერირებული. ავტორი გაზიარების შემთხვევაში ინტერნეტ-მომხმარებლებს სთხოვს, რომ შენიშვნა თავადაც მიუთითონ, რათა ყალბი ამბების გავრცელება თავიდან აირიდონ.

მსგავსი ფოტოების გენერირება რომ ძალიან მარტივია, ამის დასამტკიცებლად Open.online-მა მკითხველს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი იდენტური შინაარსის ფოტო წარმოუდგინა, ამჯერად მილანის საკათედრო ტაძრის ფონზე.

საკითხის შესახებ კვლევა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Facta-მა და Forbes-მაც გამოაქვეყნა.

ამრიგად, გავრცელებული ფოტო, რომელიც თივით დაფარული პარიზის ქუჩებს ასახავს, ყალბია. ის AI-ით არის გენერირებულია და ფერმერთა საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია