სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი ტრამპის მკვლელობის მცდელობის ვიდეოში (რომელიც „ვიღაცას, პოტენციურად მსროლელ ინსტრუქციებს აძლევდა“) სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია, როგორც FBI-ის შიდა საფრთხის ოფისის დირექტორის თანაშემწე, ჯეინ დიგუისეპი.“

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ვიდეოში ჯეინ დიგუისეპი არ ჩანს.

აღნიშნული ვიდეო იდენტური აღწერით სხვადასხვა სოციალურ ქსელში, როგორც ინგლისურენოვან, ასევე რუსულენოვან აუდიტორიაშიც გავრცელდა. ის სხვადასხვა ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც შეამოწმა, კერძოდ, AFP-მ და Politifact-მა.

ჯენინ დიგუისეპი ნამდვილადაა FBI-ის თანამშრომელი. ის FBI-ის სპეციალური აგენტი იყო, პასუხისმგებელი ნიუ იორკის ალბანის საველე ოფისზე. 2023 წელს, FBI-ის დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ, დააწინაურა და სააგენტოს შიდა საფრთხის ოფისის დირექტორის თანაშემწე გახდა ვაშინგტონში.

გავრცელებული მტკიცების მეტი დამაჯერებლობისთვის, კერძოდ, იმის აღსანიშნად, რომ ვიდეოში მყოფი ქალის ჯენინ დიგუისეპის ჰგავს, ვიდეოში ორი ფოტოა ნაჩვენები. პირველი, დიგუისეპის ოფიციალური პროფესიონალური პორტრეტია, (1; 2) რომელიც FBI-მ 2023 წელს, მისი დაწინაურებისას გაავრცელა. ხოლო მეორე ფოტო 2021 წელს დიგუისეპის ინტერვიუსთან ერთად გავრცელდა, რომელიც მან საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტს მისცა ალბანიში, ნიუ იორკში, მას შემდეგ, რაც ქალაქში FBI-ის ოპერაციების ხელმძღვანელობა დაიწყო.

ზოგიერთი ანგარიში X-ზე ვიდეოში მყოფი ქალის ფოტოს შედარებით კარგი ხარისხით აქვეყნებს. ფოტოზე დაკვირვებისას და დიგუისეპის ნამდვილი ფოტოების შედარებისას კი აშკარაა, რომ ფოტოსა და ვიდეოში სხვადასხვა პიროვნებები არიან.

1. ქალი ვიდეოდან; 2. ჯენინ დიგუისეპი. წყარო: X

როგორც AFP, ასევე Politifact დაუკავშირდნენ FBI-ის. FBI ადასტურებს, რომ ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ჯენინ დიგუისეპი არ არის. მეტიც, ის არც კი დასწრებია ტრამპის შეკრებას. ხოლო გავრცელებულ მტკიცებას FBI-ის სპიკერმა „კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეოში ჯენინ დიგუისეპი ჩანს, ყალბია. ასევე არ არის მოცემული არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ქალი მსროლელს ინსტრუქციებს აძლევდა.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია