2021 წლის 10 თებერვალს, ფეისბუქ-მომხმარებელმა Nina Marji-მ პოსტი გამოაქვეყნა (ბმული 1), რომელშიც ის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლუკ მონტანიეს გარდაცვალებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, „კიდევ ერთი სიმართლის მთქმელი , ნობელის პრემიის ლაურეატი, ლუკ მონტანიე, რომელიც დაწყების დღიდან ამხელდა ცრუ პანდემიას და მის შემოქმედებს, მოკლეს!!“. აქვე მარჯი, PCR-ტესტების შემქმნელ კელი მულისსაც ახსენებს, რომელიც მისი თქმით, მონტანიეს მსგავსად „მოიშორეს“. რეალურად, ლუკ მონტანიეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეა, თუმცა მტკიცება, რომ იგი კორონავირუსთან თუ მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პოზიციის გამო მოკლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

1

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებითა და არამეცნიერული განცხადებებით გამორჩეული ფრანგი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლუკ მონტანიე 8 თებერვალს, ნეილი-სურ-სენიში, ამერიკულ ჰოსპიტალში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. მედიაში მისი გარდაცვალების რაიმე კონკრეტულ მიზეზზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

რაც შეეხება PCR-ტესტების გამომგონებელ დოქტორ ქერი მულისს, ლუკ მონტანიეს მსგავსად, COVID-19-ის პანდემიასთან არც მისი გარდაცვალება არის დაკავშირებული. დოქტორი მულისი, Sars-CoV-2 ვირუსის გამოჩენამდე და Covid-19-ის პანდემიის დაწყებამდე, გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ნენსი კოსგროუვ მულისის თქმით, დოქტორის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გულისა და სუნთქვის უკმარისობა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერთა წრეში ამა თუ იმ ცნობილი შეთქმულების თეორეტიკოსის, პანდემიისა და კოვიდვაქცინების უარმყოფელი პიროვნების გარდაცვალება, განსხვავებული აზრის გამო მკვლელობას აქამდეც არაერთხელ მიუწერიათ. ბოლოს, მსგავსი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებით გამორჩეული იტალიელი დომენიკო ბისკარდის შესახებ გაავრცელეს. რეალურად, მისი გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი სიკვდილი სახელდება.

ამდენად, ლუკ მონტანიეს გარდაცვალების შესახებ მკვლელობის ვერსია არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ დაუდასტურებია. შესაბამისად, ანტივაქსერებს ამ ვერსიის დამადასტურებელი საფუძვლიანი მტკიცებულება არ გააჩნიათ. პარალელი კერი მულისის გარდაცვალებასთან, ასევე უსაფუძვლოა, რადგან დოქტორი პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ლუკ მონტანიეს მკვლელობაზე ყალბ ამბავსა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი