სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, (1, 2, 3) პოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს: „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ დაუშვით უკრაინის წაგება, ყველა ჩვენი "მოკავშირე" მოითხოვს სუვერენიტეტს. ჯონ ბაიდენი.“ პოსტის ტექსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია (არქივირებული ბმული).

რეალურად, ჯო ბაიდენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ციტატა ინტერნეტში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე და პრეზიდენტი ბაიდენის სოციალური მედიის გვერდებზე X; Facebook არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80-ე წლისთავის ღონისძიებაზე (D-day) უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და რუსეთის აგრესიას არ დანებდება: „შეერთებული შტატების, ნატოსა და 50-მდე ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, თუ ასე ვიზამთ, უკრაინა დამარცხდება. და ეს აქ არ დასრულდება. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან უკრაინის მეზობლები, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა ყალბია.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.