Facebook-ზე გიორგი გახარიას გაყალბებული განცხადება ვრცელდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებელი ნინო ჯღარკავა, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გაყალბებულ განცხადებას ავრცელებს. 25 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში, ნაჩვენებია, თითქოს გიორგი გახარიას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოქვეყნდა: „ ჰესს ბიძინა ივანიშვილი აშენებს და აქციაზე ჩემს დაჭერას ითხოვენ“. აღნიშნულს ნინო ჯღარკავას შემდეგი კომენტარი ერთვის თან: „ოპაააააააააააააააააა ამან პირი გააღოო და გამოძვრა ჩ რდილიდან?:))))))რაიოოოოოოო რაიოოოო? ესაა ოცნება 2 ვარ ბიძოს რჩეული ვაროო":))))))))))))))))))))))))))))))))))ვოზდუხ გვტროლავ?:))))))))))“
სინამდვილეში, გიორგი გახარიას ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მის ოფიციალურ Facebook-ზე, ჰესის მშენებლობის ან საპროტესტო აქციების შესახებ პოსტი საერთოდ არ გამოქვეყნებულა. ამასთანვე, არცერთ სანდო მედიასაშუალებას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ნინო ჯღარკავას მიერ გამოქვეყნებული ფოტო ყალბია და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.
გიორგი გახარიას სხვა გაყალბებული განცხადებები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია. იხილეთ სტატიები: წყარო 1; წყარო 2;
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.