ცოტნე კობერიძე: 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 5 მილიარდით გაღარიბებული ერი ვართ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ცოტნე კობერიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2019 წელს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1% უნდა გაზრდილიყო, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 2 მილიარდი ლარია. რეალურად კი, კოვიდ-19 პანდემიის გამო, საქართველოს რეალური მშპ, წინასწარი შეფასებით, 6.1%-ით შემცირდა, რაც თავის მხრივ 2.5 მილიარდ ლარიან კლებას ნიშნავს. შესაბამისად, საპროგნოზო ზრდის და შემდგომ რეალური კლების ჯამი, 4.5 მილიარდი ლარი გამოდის.

ანალიზი: ცოტნე კობერიძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა: „გამოქვეყნდა სტატისტიკები, ამ სტატისტიკების მიხედვით 2019 წელთან შედარებით, 5 მილიარდით გაღარიბებული ერი ვართ“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 40.3 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ამავე წლის ფინანსთა სამინისტროს საპროგნოზო მაჩვენებლით, 2020 წელს, საქართველოს მშპ 5%-ით უნდა გაზრდილიყო და 42.3 მლრდ ლარი უნდა გამხდარიყო, რაც 2 მლრდ ლარით გაზრდილ ეკონომიკას ნიშნავდა. თუმცა კოვიდ-19 პანდემიის გამო რეალური მშპ, წინასწარი შეფასებით, 6.1%-ით შემცირდა და 37.8 მლრდ ლარი გახდა, რაც 2.5 მლრდიან კლებას ნიშნავს.

გრაფიკი1: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, მლრდ ლარი.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საპროგნოზო მაჩვენებლით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 2 მლრდ-ით უნდა გაზრდილიყო, რეალურად კი - 2.5 მილიარდით შემცირდა, რაც ჯამურად 4.5 მლრდ ლარის კლებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ცოტნე კობერიძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი