სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. პოსტის ავტორი ვიდეოს აღწერაში ამტკიცებს, რომ ის უკრაინაში 2024 წელს აღდგომის დღესასწაულის დღეებში გადაიღეს (არქივირებული ბმული).

გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით, ვიდეო ბევრ რუსულენოვან გვერდსა თუ პროფილზე აღმოვაჩინეთ, ასეთივე აღწერით, თითქოს ვიდეო 2024 წლის აღდგომის დღესასწაულის დღეებში არის გადაღებული (1; 2; 3).

ზემოაღნიშნულის გარდა, „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა YouTube არხი, სადაც ეს ვიდეო ყველაზე ძველი თარიღით, 2021 წლით თარიღდება. YouTube არხზე, სახელად @HOLLYHORRIBLE უკრაინელი ბლოგერი Павел Всемогущи საკმაოდ პროვოკაციულ ვიდეოკონტენტს აქვეყნებს. სწორედ ამ არხზე ვხვდებით აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც 2021 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა.

ბლოგერი საკმაოდ აქტიურია TikTok-ის პლატფორმაზეც.

საგულისხმოა, რომ ორიგინალ ვიდეოს ფონად სულ სხვა მუსიკა ადევს, ხოლო ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვარიანტს - განსხვავებული, რაც ბევრად დაძაბულ სიტუაციას ქმნის. ორიგინალ ვიდეოს რუსი რეპერის MORGENSHTERN-ის სიმღერა აქვს ფონად, რომლის კლიპიც არანაკლებ პროვოკაციულია.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ვიდეო 2024 წლის აღდგომასაა გადაღებული, ყალბია, ვინაიდან ვიდეო ინტერნეტსივრცეში ბევრად ადრე განთავსდა.

გარდა ამისა, TikTok-ზე იძებნება ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს გადაღების პროცესს აჩვენებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე ადამიანები მსახიობები არიან. თუმცა ამ ვიდეოს შინაარსით უკრაინელ ხალხზე და მათ შეხედულებებზე მსჯელობა სამართლიანი არ არის.

საგულისხმოა, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სატანისტებად წარმოჩენა რუსული პროპაგანდის ნაწილია. მსგავს თემებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. ბმული 1; 2; 3).

--------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია