• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინელებმა შობის წინა დღეს სატელევიზიო ეთერში სატანის ფორმებში გამოწყობილი ადამიანების ეკლესიაში გადაღებული მისალოცი ვიდეო გაუშვეს

დეზინფორმაცია: უკრაინელებმა შობის წინა დღეს სატელევიზიო ეთერში სატანის ფორმებში გამოწყობილი ადამიანების ეკლესიაში გადაღებული მისალოცი ვიდეო გაუშვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, (1; 2; 3; 4; 5; 6) რომლის მიხედვითაც უკრაინის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში შობის წინა დღეს ვიდეოკლიპი გავიდა, რომელზეც სატანის ფორმაში გადაცმული ადამიანები მღერიან და რუსებს სიკვდილს უსურვებენ. Facebook-გვერდი „შიინ ევროპისკენ“ ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებს: „UkroTV-ზე შობის წინა დღეს გავიდა ვიდეო, სადაც სატანის სახით გადაცმული უკრაინელი შემსრულებლები ცეკვავდნენ ეკლესიაში და სიკვდილს ლოცულობდნენ რუსებისთვის. აგინებენ „თითოეულ ოჯახს დაავადებებს, უბედურ შემთხვევას... მოსკოვში‼️“. ვიდეო ასევე გაავრცელა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ.

თუ ვიდეოს კარგად დავაკვირდებით, მასზე ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის “24 канал” ლოგოს აღმოვაჩენთ, ამასთან ვიდეოზე ჩანს დროც 11:10, გარდა ამისა, პოსტების აღწერის მიხედვით, ვიდეოკლიპი შობის წინა დღეს გავრცელდა, (შობის დღესასწაულის თარიღად 7 იანვარი იგულისხმება, შესაბამისად, ვიდეო ეთერში 6 იანვარს უნდა გასულიყო) ზოგიერთი კი ამტკიცებდა, რომ ვიდეო საახალწლო კონცერტის ნაწილი იყო.

ჩვენ გადავამოწმეთ 24-ე არხის 6 იანვრის ტელეპროგრამა და ეთერი, სადაც 11:10-სთვის ეთერში გადაცემა სახელწოდებით „რეალობა. ყველაფერი ომის შესახებ“ (Реалії. все про Війну) იყო და არა საახალწლო კონცერტი, როგორც ზოგიერთი პოსტის ავტორი ამტკიცებდა.

-ფოტოანაბეჭდი „24 канал“-ის ტელეპროგრამიდან:

-„24 канал“-ის 6 იანვრის ეთერის ფოტოანაბეჭდი:

სინამდვილეში ვიდეო რგოლი ერთ-ერთი ონლაინ კაზინოს მიერ გადაღებული სარეკლამო კლიპია, რომელსაც მსგავსი კოსტიუმებით გადაღებული სარეკლამო რგოლების მთელი სერია აქვს. ეს კონკრეტული კი საახალწლო მილოცვას წარმოადგენდა და ინტერნეტსივრცეში 1 იანვარს გავრცელდა. აღნიშნულ ვიდეორგოლს არანაირი კავშირი არ აქვს არც უკრაინის ეკლესიასთან და არც უკრაინელების ოფიციალურ საშობაო მილოცვასთან.

გარდა ამისა, უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის “StopFake” ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში არსებობს კანონი რეკლამის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიებს უფლება აქვთ ონლაინ კაზინოს რეკლამებს საეთერო დრო 23:00-06:00 შუალედში დაუთმონ, შესაბამისად, დღის 11 საათზე ვერც ეს რეკლამა გავიდოდა ეთერში.

ამგვარად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც სატანის ტანსაცმელში გამოწყობილმა უკრაინელებმა ზემოაღნიშნული ვიდეოკლიპი ტელეეთერში შობის წინა დღეს გაავრცელეს, ყალბია. იგი არც უკრაინელების საშობაო მილოცვასთან არაა კავშირში და არც უკრაინის ეკლესიასთან.

-----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პოლიტიკა
ომი უკრაინაში
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა