სოციალურ ქსელში პრორუსულად განწყობილმა და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა ანგარიშმა, ნონა შარაბიძემ, რომლის გავრცელებული მასალა „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10) ჯო ბაიდენის ფოტო გამოაქვეყნა. მასზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარდისფერ პიჟამაში სათამაშოსთან ერთადაა გამოსახული. ფოტო და მასზე თანდართული წარწერა - „მაკრონს პიჟამა მოჰპარა“, დისკრედიტაციული შინაარსისაა.

ცნობისთვის, იდენტური შინაარსის ფოტო წარსულში ემანუელ მაკრონზეც გავრცელდა. ფოტოს ქართულ და რუსულენოვან წყაროებზე გავრცელება 2024 წლის 27 თებერვლის ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ის ფოტო, რომელშიც ვარდისფერ პიჟამაში ემანუელ მაკრონი იყო ასახული და დაადგინა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.

AI-ს მიერაა შექმნილი ის სურათიც, რომელზეც ჯო ბაიდენია გამოსახული, კერძოდ, google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) გამოყენებით. იდენტური ფოტოსურათი პლატფორმა Reddit-ზე პროგრამა midjourney-სთან ასოცირებულ ჯგუფში ვნახეთ. Midjourney ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა, რომელიც ტექსტის საფუძველზე ნახატს აგენერირებს. Reddit-ს ჯგუფში კი მასთან დაკავშირებული მასალები ვრცელდება

აღნიშნული ჯგუფის წესებში ერთ-ერთი პუნქტი დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება და მომხმარებლებს მოუწოდებს, არ წარმოადგინონ პოსტები/ფოტოები ისე, რომ ხალხს ნამდვილი ეგონოს.

სწორედ ამ ჯგუფშია ატვირთული ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ჯო ბაიდენის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში დისკრედიტაციის მიზნით, იმაზე მინიშნების გარეშე ვრცელდება, რომ ფოტო, სინამდვილეში, რეალური არაა და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

აღნიშნული პოსტი Reddit-ზე დაახლოებით 1 წლის წინ გამოჩნდა და მას მარცხენა ზედა კუთხეში ნიშანიც აქ მიმაგრებული წარწერით: „jokes/meme“ (ხუმრობა; მიმი).

ჯო ბაიდენის ფოტოს გარდა, პოსტი სხვა ქვეყნების ლიდერების რედაქტირებულ ფოტოებსაც მოიცავს. მათ შორისაა ვლადიმირ პუტინის, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპის, ნარენდრა მოდის, ანგელა მერკელის, ვლადიმირ პუტინის, ჯასტინ ტრუდოს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის სურათები.

ამდენად, გავრცელებული ფოტოსურათი ნამდვილი არ არის და ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი