• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: WEF აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ხალხმა ადამიანური ნარჩენების მიღება უნდა დაიწყოს

დეზინფორმაცია: WEF აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ხალხმა ადამიანური ნარჩენების მიღება უნდა დაიწყოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, WEF მოუწოდებს ხალხს, დაიწყონ ფეკალიების მიღება. რეალურად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

გავრცელებული პოსტი ეყრდნობა ამერიკულ გამოცემა „The People's Voice-ის“ სიუჟეტსა და სტატიას, რომლებიც ჯერ კიდევ  გასული წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა „The People’s Voice“ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3). 

ინფორმაციის გადამოწმებისთვის, გამოცემა „US Today“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც  განაცხადა, რომ WEF-ს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. იან ზოფის თქმით, ყალბი ამბავი იმ მნიშვნელოვანი საქმის დისკრედიტაციის მცდელობაა, რასაც WEF უკვე წლებია  გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით აკეთებს.  ამავდროულად, WEF-ის ვებსაიტზე განცხადება, თითქოს ორგანიზაცია ხალხს მოუწოდებს ფეკალიები ჭამონ,  რათა კლიმატის ცვლილებას ებრძოლონ, არ იძებნება.  არც  ზემოთ ნახსენები „The people’s voice-ის“ სტატიასა თუ სიუჟეტში არის  წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ან სანდო წყარო. 

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები  1,2,3). აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციაა 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა, პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. 2023 წლის იანვარში ფორუმმა წამოიწყო „Giving to Amplify Earth Action“ (GAEA) ინიციატივა, რომელიც ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დასაძლევად 3 ტრილიონი დოლარი გამოყოფას გულისხმობს. 

ამდენად, მტკიცება, რომ WEF ადამიანებს მოუწოდებს,  ადამიანური ნარჩენები (ფეკალიები)  მიიღონ,   ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხანძარი სამხრეთ ილინოისში
პანდემია
The People’s Voice
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა