• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელელები აღნიშნავენ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებას

დეზინფორმაცია: ისრაელელები აღნიშნავენ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ისრაელში გადაღებულ პროტესტის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს ბოლო ნაწილში ჩასმული დაღუპული ბავშვებისა და აფეთქების კადრები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში მოცემული პროტესტი ამჟამინდელ ომთანაა დაკავშირებული. რეალურად, აღნიშნული ვიდეო არა 2023, არამედ 2014 წელსაა გადაღებული და მასზე ულტრამემარჯვენე ჯგუფის საპროტესტო აქციაა აღბეჭდილი. ვიდეო სხვა ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს.

გავრცელებულ ვიდეოში ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები ჩანან, რომლებიც 2014 წლის 26 ივლისს თელ-ავივში აქციიის დროს სკანდირებენ შემდეგ ფრაზებს: „ღაზა სასაფლაოა“, „ხვალ სკოლა არ იქნება, ღაზაში ბავშვები აღარ დარჩა“.

დემონსტრანტების გამოსვლას წინ უძღოდა ჰამასისა და სხვა დაჯგუფებების სარაკეტო თავდასხმები ისრაელის ქალაქებზე. საპასუხოდ, ისრაელმა 2014 წლის 8 ივლისს ოპერაცია „ურღვევი კლდე“ დაიწყო. ოპერაციის შედეგად, ჯამში, დაიღუპა 2000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა სამოქალაქო პირი. ისრაელის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის 67 ჯარისკაცი და 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

როგორც მედია იუწყება, რამდენიმე ასეული ულტრამემარჯვენე დემონსტრანტი ასევე 2014 წლის 26 ივლისს დაგეგმილი მემარცხენე ჯგუფების ფართომასშტაბიანი აქციის საპასუხოდ გამოვიდა. ეს უკანასკნელი კი ღაზას სექტორში სისხლისღვრის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოთხოვნით მიმდინარეობდა. ამავდროულად, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სიმღერა, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ.

ვიდეოს ბოლოს ჩანს აფეთქებისა და გარდაცვლილი ბავშვების ფოტოები, რაც მომხმარებელს წარმოდგენას უქმნის, რომ აქცია 2023 წელს, ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგაა გადაღებული და ისრაელელები სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავენ.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ძველია, ის 2014 წლის 26 ივლისსაა გადაღებული და 2023 წლის მოვლენებთან, მათ შორის ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებასთან, კავშირი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#გაეროს რეზოლუცია
#ღაზას სექტორი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა