Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4,5,6), მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, გამოქვეყნებული ფოტო უკრაინაში, ლვოვშია გადაღებული, სადაც თითქოს სკოლის მოსწავლეები ჰიტლერის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

სინამდვილეში, გამოქვეყნებული ფოტო უკრაინასთან კავშირში არ არის და ის 2016 წლის 12 აპრილს საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსეთში, პენზის ოლქშია გადაღებული. ამის შესახებ რუსული გამოცემა Вести.Ru-ს 2016 წლის 12 აპრილით დათარიღებულ სტატიაში ვკითხულობთ.

1961 წელს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ხომალდ „ვოსტოკ 1“-ით კოსმოსში გაფრინდა. გავრცელებული ფოტო სწორედ კოსმოსში პირველი პილოტირებული ფრენის 55-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უკავშირდება – ამ დღის პატივსაცემად ფლეშმობის მონაწილეებმა რიცხვი 55 გამოსახეს.

ამდენად, მტკიცება, რომ გავრცელებული ფოტომასალა ლვოვში ჰიტლერის დაბადების დღის აღსანიშნავადაა გადაღებული, ყალბია. აღნიშნული კადრები 2016 წლის 12 აპრილს რუსეთშია გადაღებული და ის კოსმონავტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასახავს.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი