• ჩვენ შესახებ
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დაღუპული ამერიკელი პილოტის პატივსაცემად უკრაინაში გლოვა გამოცხადდა

დეზინფორმაცია: დაღუპული ამერიკელი პილოტის პატივსაცემად უკრაინაში გლოვა გამოცხადდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/03/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც, მტკიცების თანახმად, ამერიკული საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის გლოვის ცერემონიას ასახავს.

სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოსურათი 14 მარტს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას არ უკავშირდება. ამერიკული დრონის რუსულ გამანადგურებელთან შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რეალურად, აღნიშნული ფოტო ინციდენტამდე 4 დღით ადრე, 10 მარტს არის გადაღებული და ბახმუტში უკრაინის ეროვნული გმირის დმიტრი კოციუბაილოს (ცნობილი როგორც „და ვინჩი”) დაღუპვის სამგლოვიარო ცერემონიას უკავშირდება.

ქვედანაყოფ „და ვინჩის მგლების“ მეთაური დმიტრი კოციუბაილო იყო პირველი მოხალისე, რომელმაც უკრაინის გმირის წოდება სიცოცხლეშივე დაიმსახურა. კოციუბაილო 7 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ახლოს გარდაიცვალა. კიევში ეროვნული გმირის სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და კიევში ვიზიტით მყოფი ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინიც იმყოფებოდნენ.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უგულავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა