Facebook-გვერდი „იროnews/ირონიუსი“ სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის 2019 წლის Facebook-პოსტის დამახინჯებულ ვერსიას ავრცელებს და პოსტის აღწერაში წერს: „ძველ საბერძნეთში, იყო პერიოდი, როცა ითვლებოდა, რომ სექსუალური კავშირით, პარტნიორისგან პარტნიორს, მისი ინტელექტიც გადაეცემოდა! ალბათ, სწორედ ამას გულისხმობს დიდი მეცნიერი ლევან ბერძენიშვილი როცა ასეთი ლექსიკით ესაუბრება თავისი სოციალური ქსელის სტუმრებს…“
სინამდვილეში, გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტი ლევან ბერძენიშვილის 2019 წლის Facebook-პოსტის რედაქტირებულ ვერსიას წარმოადგენს და ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. საკუთრივ ლევან ბერძენიშვილის ავთენტურ პოსტში უხამსი სიტყვა არ ფიგურირებს: „თუ გინდათ მომკალით, მაინც ვიტყვი: ზალკალიანს რომ უყვარს სამშობლო, სიყვარულიც ისეთი უნდა! ამ სიყვარულში იგი არც სალომე ზურაბიშვილს ჩამორჩა და არც მამუკა, მე ვიტყოდი, ბახტაძეს. რა ღრმად ჩააანალიზეს პუტინი!“, - წერს ლევან ბერძენიშვილი.
ამდენად, „იროnews/ირონიუსის“ მიერ გავრცელებული Facebook-პოსტის სქრინი ყალბია.
ლევან ბერძენიშვილის სახელით გავრცელებული ყალბი ციტატა „ფაქტ-მეტრმა“ სხვა დროსაც გადაამოწმა.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.