სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელმა - „Viliam Bakoš“, ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „...bez komentára“ (უკომენტაროდ). ვიდეოში თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია ჩაფხუტით ნაჩვენები (რომლის სკამის თავზეც თითქოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის სურათია ჩამოკიდებული), რომელიც კოკაინს მოიხმარს.
რეალურად, ვიდეო ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ვიდეოს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ვიდეო ოფიციალური წყაროებით არ გავრცელებულა და არც ერთ სანდო პლატფორმაზე არ იძებნება. ვიდეოში ნაჩვენები არანორმალური ქცევა და ვიდეოს დაბალი ხარისხი მის სანდოობას დასაწყისშივე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა მის სიყალბესა და Deepfake-ის ჟანრზე ზელენსკის სახესა და ყურზე არაბუნებრივი განათება და ჩრდილები მიუთითებს, ასევე ზელენსკის სახე მის რეალურ სახის მოყვანილობას არ შეესაბამება:
----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.