29 ინვარს Facebook-მომხმარებელმა, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები, გაავრცელა პოსტი წარწერით: “ luzifer-ის(pfizer-ის) მორიგი მსხვერპლი, "ყოველთვის მოღიმარე" ბრიტანელი ფეხბურთელი, 35 წლის ალფი ნანი, მოულოდნელად გარდაიცვალა მოედანზე დუბაიში "გულის შეტევით ". პოსტს თან აქვს დართული სტატია, რომელიც 35 წლის ბრიტანელი ფეხბურთელის, ალფი ნანის, გარდაცვალებას ეხება.
Facebook-მომხმარებელი აღნიშნული პოსტით ცდილობს ბრიტანელი ფეხბურთელის, ალფი ანანის, გულის შეტევისა და შემდგომ მისი გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმოაჩინოს.
სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის მიერ პოსტზე თანდართულ სტატიაში არაფერი წერია არც კოვიდ-19-ის საწინააღმდგეო ვაქცინის შესახებ და არც აღნიშნული ვაქცინის შედეგად ბრიტანელი ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ. სტატიაში საუბარი მხოლოდ ალფი ნანის გულის შეტევით გარდაცვალებასა და მის ბიოგრაფიაზეა. აღსანიშნავია, რომ ოფიცილაურ წყაროებში, როგორებიცაა: ბრიტანული საფეხბურთო კლუბების ოფიციალური განცხადებები, ალფი ნანის გარდაცვალების მიზეზად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არაა დასახელებული (იხ, ბმული 1, ბმული2). ამდენად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებს შორის მოედანზე ვაქცინაციის შედეგად გულის შეტევების რიცხვის ზრდის შესახებ დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ორგანიზაცია სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით,წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა, მსგავსი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს შორის გულის შეტევების რიცხვმა იმატა,რაც Covid-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინების ბრალია, FIFA-ს არ გააჩნია. (დამატებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.)
-----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.