• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: FIFA-ს რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ვაქცინის ბრალია

დეზინფორმაცია: FIFA-ს რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ვაქცინის ბრალია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, „ფიფას რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა“ ფიქსირდება, რაც ვაქცინას უკავშირდება. აღნიშნულ მტკიცება ქართულ Facebook-სივრცეში იტალიურენოვან ვიდეომასალაზე დაყრდნობით კეთდება, რომელშიც FIFA-ს ფეხბურთელებს შორის გულის შეტევების ფატალურ შემთხვევებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლო კავშირზეა საუბარი.

იხ. Facebook-პოსტი

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ენაზე გავრცელდა და ის სხვადასხვა მედიისა თუ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა საკითხის დეტალები ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციასთან, FIFA-სთან გადაამოწმა – FIFA-მ ფეხბურთელებს შორის მოედანზე გულის შეტევების რიცხვის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ორგანიზაცია სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს შორის გულის შეტევების რიცხვმა იმატა, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბრალია, FIFA-ს არ გააჩნია.

2021 წელს, FIFA-ს რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის შეტევით გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდის შესახებ არსებული დაუსაბუთებელი მტკიცების წყაროდ ებრაული ვებგვერდი, Real-Time News-ი სახელდება. აღნიშნულმა ვებგვერდმა საკითხისადმი მიძღვნილ მასალაში, ვიკიპედიაზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოთვალა, რომ 2001-2020 წლებში FIFA-ს ფეხბურთელებს შორი გულის შეტევით გარდაცვალების, საშუალოდ, 4.2  შემთხვევა მოდიოდა. მოგვიანებით, ეს რიცხვი Real-Time News-მა დამოუკიდებლად მოპოვებულ 2021 წლის მონაცემებს,  პირველ თერთმეტ თვეში, ფეხბურთელებს შორის გულის შეტევის 21 ფატალურ შემთხვევას შეადარა. შედეგად კი, ვებგვერდმა დაასკვნა, რომ 2021 წელს ფეხბურთელებში გულის შეტევის შემდეგ გარდაცვალების რიცხვი, წინა წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. 

საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბრისას, სხვადასხვა ინტერნეტ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, მსგავსი დასკვნის გამოტანა არააკადემიურად არაერთმა ექსპერტმა მიიჩნია. უეცარი კარდიული სიკვდილის კვლევის მიზნით შექმნილი FIFA-ს სპეციალური კომიტეტის განცხადებით, ზოგადად, პანდემიის შემდგომ პერიოდში, ფეხბურთელებს შორის სიკვდილიანობა პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, არ გაზრდილა.  რაც შეეხება 2021 წელს საფეხბურთო მატჩების დროს მომხდარ უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევებს – 2020 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, მონაცემების დაზუსტებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა, თუმცა FIFA-ს აღნიშნული კომიტეტი, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსაკუთრებულ დინამიკას ვერ ამჩნევდა. ამასთან, პარიზის კარდიოვასკულარული კვლევის ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც პარიზსა და მის შემოგარენში სპორტული ღონისძიებების (არა მხოლოდ ფეხბურთის) დროს გულის გაჩერების შემთხვევებს მოიცავს, 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, გულის შეტევების შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება.

ამდენად, მტკიცებას, რომ ვაქცინაციის გამო, ფიფას რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა ფიქსირდება, საფუძველი არ გააჩნია. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ყალბი ამბები ინტერნეტში ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც EURO 2021-ის მიმდინარეობისას, დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი შეუძლოდ გახდა. დეზინფორმატორების მიხედვით, გულზე პრობლემა ერიქსენს იმის გამო შეექმნა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იყო აცრილი. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, კრისტიან ერიქსენი არც კოვიდით იყო ინფიცირებული და არც ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. 

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა