სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ნაცი ხვიტია“ 11 ივლისს გიული ალასანიას მორიგი რედაქტირებული ფოტო გამოაქვეყნა (დაარქივებული პოსტი, ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ გიული ალასანიას შესახებ ყალბი რედაქტირებული ფოტოები წარსულში არაერთხელ გავრცელებულა (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4);

ფოტოს ორიგინალი ვერსია 2022 წლის ივნისშია გადაღებული, როდესაც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

2022 წლის 17 ივნისს მან განაცხადა: „მიშა წევს. დღეს საკმაოდ სუსტად იყო. დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო იყო, არ შეუშვეს ადამიანი, ბევრია სანერვიულო. სტატუსიც რომ არ მოგვცეს, მაინც ჰქონდა ალბათ იმედი, რომ დათქმებით და რაღაცით მოგვცემდნენ“.

ამ მომენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს გიული ალასანიას ჩაცმულობა სრული სახით, რაც გავრცელებულ პოსტში ასახულ ფოტოსთან ორიგინალის შედარების საშუალებას იძლევა.

კადრი „ნაცი ხვიტიას“ მიერ გავრცელებული პოსტიდან

კადრი გიული ალასანიას ინტერვიუს ჩანაწერიდან

დეტალებზე დაკვირვებით ჩანს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო ნამდვილ კადრებს არ შეესაბამება და მასში გიული ალასანიას კაბა და სხეულის ქვედა ნაწილი რედაქტირებულია.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია