სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1; 2; 3), გიული ალასანიას ფოტოს აქვეყნებს. სინამდვილეში, ფოტოსურათი რედაქტირებულია.

ფოტოსურათის ქვედა ნაწილი დამონტაჟებულია, რაზეც რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს, კერძოდ, ხელი და ფეხი არაბუნებრივად გამოიყურება.

ფოტოს ზედა ნაწილი კი გიული ალასანიას ერთ-ერთი ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეო 2022 წლის 31 ივლისსაა ატვირთული, როდესაც ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ამგვარად, გიული ალასანიას ფოტო რედაქტირებულია.

-------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.