სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას, ფოტოსურათს აქვეყნებს. ფოტოზე ზელენსკა ჟურნალ Vogue-ის გარეკანზეა გამოსახული, თუმცა ფოტოს ნაწილი რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო ჟურნალ Vogue-ის ამერიკული ვერსიის ვებგვერდზე 2022 წლის 26 ივლისს გამოქვეყნდა, უკრაინის პირველი ლედის ვრცელ ინტერვიუსთან ერთად. რეალური ფოტოსურათი შემდეგნაირად გამოიყურება:
შესაბამისად, „ქართველი კონსერვატორის“ მიერ გავრცელებული ფოტო გაყალბებულია.
საგულისხმოა, რომ უკრაინის პირველი ლედი დეზინფორმაციის სამიზნე აქამდეც არაერთხელ გამხდარა. დეტალურად, იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1; 2; 3; 4.
-----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.