• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო

დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი გაყალბებული პასპორტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, ავტორის თქმით, უკრაინის პირველ ლედის, ოლენა  ზელენსკას  ეკუთვნის. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ჯამბაზი კოკაინას მეუღლემ ელენა ზელენსკიმ სიამაყით გამოაქვეყნა ისრაელის პასპორტის მიღება, ანუ მართლმადიდებლების ხოცვა-ჟლეტვა დასასრულს უახლოვდება. შემსრულებელ აგენტებს კი სცენის დატოვება უნდათ. ვნახოთ, ვინ სად გაასწრებს“.  რეალურად, ოლენა  ზელენსკას ისრაელის მოქალაქეობა არ მიუღია და აღნიშნული პასპორტი ყალბია, რაზეც მასში არსებული მრავალი შეცდომაც მოწმობს. 

 

„პასპორტი“ გაყალბებულია, რაზეც  მიუთითებს „დოკუმენტის“ ტექსტში არსებული მრავალი შეცდომა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „StopFake” ებრაულ ენაზე მოსაუბრე პირს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პასპორტში“ წარმოდგენილი ყველა სვეტი-სახელი, გვარი, ეროვნება და დაბადების ადგილი - არასწორად არის დაწერილი. ყალბი დოკუმენტის შემქმნელმა არ გაითვალისწინა, რომ ებრაულში სიტყვები იწერება და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით. 

შეცდომით არის დაწერილი, ასევე,  დაბადების ადგილისა და ეროვნების ებრაული ვერსიაც, რომელშიც ერთი ასო გამოტოვებულია. 

აღსანიშნავია, რომ  პასპორტის გაცემის თარიღში მითითებულია 2013 წლის 19 ივნისი, ხოლო პასპორტს ვადა გასდის 2023 წლის 18 ივნისს – ანუ „პასპორტს“ ვადა გაუვიდა გაცემის წინა დღეს (იხილეთ ფოტო).  

 

ისრაელის პასპორტის შაბლონზე წარმოდგენილია ოლენა ზელენსკას ფოტო, რომელიც მის ოფიციალურ ტელეგრამ-არხიდან არის აღებული. 

 

ცნობისთვის, ოლენა  ზელენსკა  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელში 2023 წლის 19 ივნისს ჩავიდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა (1,2,3), ვიზიტის მეორე დღესვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ ისრაელის მოქალაქეობა აიღო. ლატვიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi წერს, რომ გაყალბებული პასპორტის ფოტოს პირველი ვერსია  ტელეგრამ-არხზე „Shaman Rahu“ იძებნება,  რომელსაც დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#ვოლოდიმირ ზელენსკი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა