• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს აფხაზეთს დაუბრუნებს

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს აფხაზეთს დაუბრუნებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Levan Tavdishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), უკრაინის პრეზიდენტს შემდეგ ციტატას მიაწერს: „მე დავუბრუნებ აფხაზეთს საქართველოს“. „ჩვენ ჩვენი გიჟებიც საკმარისი გვყავს“, - წერს ანგარიში პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

 

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. ამავდროულად, ციტატა არც თავად ზელენსკის ოფიციალურ გვერდებზე Facebook-სა და X-ში (ყოფილი Twitter) არ გავრცელებულა. 

აღნიშნული ყალბი ციტატა სხვა   ისეთი ანტიდასავლური გვერდების მიერაც გავრცელდა, როგორიცაა მაგალითად შიინ ევროპისკენ, სიდონია კავკასიელი (აღნიშნული გვერდების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები:1,2,3,4,5)

 

ცნობისთვის, ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოქტომბრის დასაწყისში შვედეთში გამართულ ფორუმზე  ისაუბრა.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დამარცხება მიმდინარე ომში დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. „უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში,  ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული აგრესიისგან ჩვენი შეკავების წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო განცხადება კი 2023 წლის 24 ოქტომბერს, ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე გააკეთა. სამიტზე პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებს: „რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“. 

ამდენად, აფხაზეთის დაბრუნებასთან  დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ზელენსკი
#აფხაზეთი
#სალომე ზურაბიშვილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა