სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „შიინ ევროპისკენ“, რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. „უკრაინელი გარემოსდამცველების ახალი წინადადება არის ჯარისკაცების დამარხვა ბიოდეგრადირებად ჩანთებში, რათა ზემოდან კარტოფილი გაიზარდოს“, - ვკითხულობთ პოსტში.

გავრცელებულ პოსტს თან უკრაინულენოვანი ვიდეო ახლავს, რომელიც თითქოს უკრაინული მედიის სიუჟეტია. აღნიშნულ შთაბეჭდილებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში უკრაინული ტელეკომპანია „1+1“-ის ლოგოა განთავსებული.

სინამდვილეში, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიას მსგავსი სიუჟეტი არ გამოუქვეყნებია. „1+1“-ის ვებგვერდზე და არც მათ YouTube არხზე მსგავსი სიუჟეტი არ იძებნება. არც სოციალურ ქსელებში, კერძოდ, Facebook-ზე იძებნება ინფორმაცია ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის შესახებ.

ამბავს უკრაინის „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი“ გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო. პოსტში, რომელიც ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ ეს სიუჟეტი არც ტელეკომპანია „1+1“-ს გამოუქვეყნებია და მსგავსი ინიციატივა არც უკრაინელ ეკოლოგებს ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი უკრაინულადაა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი აღნიშნავს, რომ მასში ბევრი გრამატიკული შეცდომა და რუსულენოვანი კალკია.

ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინაში ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის ინიციატივით გამოვიდნენ, ყალბია.

-------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი