• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელის გაყალბებული განცხადება ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელის გაყალბებული განცხადება ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ის ანგარიში Levan Tavdishvilii, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ჯოზეფ ბორელის გაყალბებულ განცხადებას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „აღშფოთებული“ და „განაწყენებულია“ რუსების მიერ „ლეოპარდების“ განადგურების გამო, რაც შეიძლება ახალი სანქციების ამოქმედების საწინდარიც იყოს. „ისე, როგორაც იქცევიან რუსები, უბრალოდ აღმაშფოთებელია. ჩვენ უკრაინას იმიტომ კი არ ვაძლევდით „ლეოპარდებს“, რომ ისინი რუსულმა არტილერიამ გაანადგუროს. უბრალოდ შეწყვიტეთ ასეთი მოქმედებები“-წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული განცხადება ჯოზეფ ბორელს არ გაუკეთებია.

 

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.

რუსეთ-უკრანის ომთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელმა ბოლო განცხადება 12 ივნისს,  ესპანურ რადიოსადგურ „Onda Cero“-სთან ინტერვიუს დროს  გააკეთა. მან უარყო იდეა უკრაინისთის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, უკრაინის პარტნიორების მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანა. 

უკრაინასთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია ბორელის 10 ივნისის The Straits Times-სთან ინტერვიუ. მისი თქმით, „მშვიდობა ნიშნავს უკრაინის არსებობის უფლების აღიარებას, საერთაშორისო საზღვრების პატივისცემას, ომის რეპარაციებისა და ანგარიშვალდებულების რუსეთის მხრიდან უზრუნველყოფას“. სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე მცირეა, რაც ევროკავშირს შეეძლო გაეკეთებინა. მან აღნიშნა, რომ სანქციების შედეგად  რუსეთის სამოქალაქო საჰაერო ფლოტის 75% პროცენტს არ შეუძლია ფრენა, სათანადო სათადარიგო  ნაწილების არ ქონის გამო. ასევე, რუსეთში მანქანების წარმოების 90 % შეჩერებულია.

უკრაინის ბოლო მოვლენებს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზეც გამოეხმაურა. "ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის რეგიონში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებული, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება. ეს იქნება ომის კიდევ ერთი დანაშაული. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს". – წერს ბორელი Twitter-ზე.

 

შესაბამისად, Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებული  განცხადება ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ჯოზეფ ბორელი
#უკრაინის კონტრშეტევა
#ყალბი განცხადება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა