• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

17/09/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები „მიხეილ განუბაჟებელი“ და „ნაცი ხვიტია“, რომელთა გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4; 5), ვიდეოს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე გამოსვლისას შემდეგ სიტყვებს ამბობს: „მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ წარმოუდგენელი ნაკადი შეექმნა ემიგრანტების, 2003 წლის შემდგომ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა, ნაკადი არ წყდებოდა ჩვენი ემიგრანტებისთვის“. ვიდეო გავრცელდა TikTok-ანგარიშის მიერაც, აღწერით: „სოფო ჯაფარიძის აღიარება საქართველოდან ქართველების გასვლაზე“. 

რეალურად, ვიდეოში მონაკვეთი წყდება და მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას, რომ სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველები, წინა ხელისუფლების დროს ქვეყანას ტოვებდნენ. სინამდვილეში, სრულ მონაკვეთში სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს,  რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში ბრუნდებოდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ისინი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩართო. 

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ 11 სექტემბერს, რიყის პარკში გაიმართა. სოფო ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას,  ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებსაც შეეხო.  ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ემიგრანტები  ქვეყანაში დააბრუნა (13:11 წუთიდან): „მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ წარმოუდგენელი ნაკადი შეექმნა ემიგრანტების, 2003 წლის შემდგომ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა, ნაკადი არ წყდებოდა ჩვენი ემიგრანტებისთვის, ემიგრანტების, ის ადამიანები ბრუნდებოდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ისინი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩართო, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეემსუბუქებინა ყოველდღიური ყოფა “.

ამდენად, ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძის გამოსვლიდან მონაკვეთი განზრახ არის რედაქტირებული. 

ცნობისთვის, Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“ ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით, სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს, მაგალითად, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მანიპულაციურად ჭრის კადრებს, ვიდეოების ნაწილზე ცვლის ხმოვან მასალას (იხ. მაგალითები 1, 2, 3, 4, 5). წარსულში Facebook-ანგარიში „მიხეილ უკრაინოლოგის“ სახელით ფუნქციონირებდა. Disinfoobserver-ის მიხედვით, აღნიშნული გვერდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრების და მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივისტს თუ მედიას უპირისპირდებოდა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სოფო ჯაფარიძე
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა