• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პოეტ ბესიკ ხარანაულის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოეტ ბესიკ ხარანაულის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანტი-ოპოზიციური Facebook-ანგარიში მიხეილ განუბაჟებელი პოეტ ბესიკ ხარანაულს შემდეგ ციტატას მიაწერს: „რა კარგია, რომ გამოუშვეს, ახლა ბედნიერია მამა ლაზარეს, აღარ არის მის დუნდულში გაღუნული დანა“. ამავდროულად, პოსტი ისეთი ფორმით არის წარმოდგენილი, რომ იქმნება წარმოდგენა, თითქოს ბესიკ ხარანაულმა აღნიშნული ციტატა Facebook-გვერდზე თავად გამოაქვეყნა. რეალურად, ციტატა ყალბია და მსგავსი პოსტი პოეტს არ გამოუქვეყნებია.

 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მწერალს მის Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი, მწერალმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ღმერთმა  გიშველოთ! რა  ივლიდა  ცხრა  ზამთარი  და  ცხრა  გაზაფხული, ახალგაზრდა  კაცის  ცოდვით  გაღუნული“. 

 

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი გასულ წელს 7-9 მარტის აქციების მონაწილე იყო და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავეს. 12 აპრილს გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე, კერძოდ, 2023 წლის 25  სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს  1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს,  სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ გრიგორიადისს შეიწყალებს. „ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია. პოეტ ბესიკ ხარანაულს მსგავსი პოსტი არ გაუვრცელებია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ბესიკ ხარანაული
#ყალბი ციტატა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა