• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: WEF-ის  მიხედვით,  პანდემია ხალხის დამორჩილების „ტესტი“ იყო

დეზინფორმაცია: WEF-ის მიხედვით, პანდემია ხალხის დამორჩილების „ტესტი“ იყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2), მათ შორის, „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ და წერენ: „ფართოდ გაახილეთ თვალები, ნუ ხართ ხბოებივით, WEF წერს, რომ პანდემია იყო ხალხის დამორჩილების „ტესტი“ სწრაფად განვითარებადი „ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“. რეალურად, ფოტოანაბეჭდი WEF-ის 2022 წლის სტატიიდან ვრცელდება, რომელიც  ნახშირბადის ემისიების შემცირებას ეხება. WEF-ის მიხედვით, „COVID-19 იყო სოციალური პასუხისმგებლობის ტესტი“,  რომელმაც აჩვენა, რომ  საზოგადოებამ შეძლო, საერთო სიკეთისთვის ერთად და  ეფექტურად  ემუშავა.  აღნიშნული ტენდენცია, სხვა მაგალითებთან ერთად, როგორიცაა ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, WEF-ის აზრით, საზოგადოებას ნახშირბადის ემისიების შემცირებაში დაეხმარება. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3). 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაცია ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პანდემიას „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასამყარებლად იყენებდა. კონსპირაცია სათავეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან იღებდა, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება. თუმცა სინამდვილეში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმას ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარ გაწერილ სცენართან კავშირი არ ჰქონია. სინამდვილეში, მისი მიზანი, იმ რეკომენდაციების შემუშავება იყო, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა.

რაც შეეხება Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდს, ანგარიშების მიხედვით, WEF  სტატიაში აღიარებს, რომ კოვიდპანდემია „დამორჩილების ტესტს“ წარმოადგენდა. თუმცა აღნიშნულ სტატიაში, რომელიც ორი წლის წინ, 2022 წლის 14 სექტემბერს WEF-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, მსგავსი „აღიარება“ არ იკითხება. მასში  მიმოხილულია ნახშირბადის ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივების მნიშვნელობა და  მოყვანილია  მაგალითები, რომლებიც  ნახშირბადის ემისიის შემცირების პოტენციალს აჩვენებს. 

ორგანიზაციის აზრით,  ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ასეთ მაგალითს სწორედ პანდემიის დროს საზოგადოების ეფექტური, ერთობლივი მუშაობა წარმოადგენს. კერძოდ, WEF-ის მიხედვით, „COVID-19 იყო სოციალური პასუხისმგებლობის ტესტი“, რომელმაც  აჩვენა, რომ  მოქალაქეებმა შეძლეს ერთად, ეფექტურად ემუშავათ საერთო სიკეთისთვის. „უზარმაზარი რაოდენობით, წარმოუდგენელი შეზღუდვები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის იქნა მიღებული მილიარდობით მოქალაქის მიერ მთელ მსოფლიოში. გლობალურად იყო უამრავი მაგალითი სოციალური დისტანციის დაცვის, ნიღბების ტარების, მასობრივი ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შექმნილი კონტაქტის მოკვლევის აპლიკაციების მიმღებლობის შესახებ, რამაც ინდივიდუალური სოციალური პასუხისმგებლობის არსი აჩვენა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ასევე  ნახსენებია სხვა სასარგებლო ტენდენციები და მიღწევები, როგორიცაა, მაგალითად, ტექნოლოგიების განვითარება და ბუნებისა და გარემოსადმი ცნობიერების ამაღლება და სხვ. 

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ  WEF-ის სტატიის მიხედვით, კოვიდპანდემია ხალხის დამორჩილების „ტესტი“ იყო. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიამ სოციალური პასუხისმგებლობის არსი აჩვენა, როცა მოსახლეობამ ერთობლივად შეძლეს, პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურად ებრძოლათ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

თეგები:
პანდემია
WEF
ნახშირბადის ემისია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა