• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტეხასის შტატში ხანძარი „ლაზერული სხივების“ მეშვეობით ხელოვნურად გამოიწვიეს

დეზინფორმაცია: ტეხასის შტატში ხანძარი „ლაზერული სხივების“ მეშვეობით ხელოვნურად გამოიწვიეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ტეხასის შტატში ხანძარი, რომელიც დიდი მოცულობით ხე-ტყესა და ცოცხალ არსებებს ანადგურებს, ვიდეოში ასახული „ლაზერული სხივებით“ ხელოვნურად გამოიწვიეს. მისი მტკიცებით, მომხდარი უბრალო დამთხვევა არ არის, რამდენადაც, მსგავსი სხივი შეინიშნა ჰავაიში ხანძრის წინ, თურქეთში მიწისძვრამდე და სხვა შემთხვევებისას. რეალურად, გავრცელებული ვიდეო ცეცხლის გაჩენამდე ერთი თვით ადრე გადაიღეს და მას ტეხასის ხანძართან კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტეხასში ტყის ხანძრის მიზეზი მაღალი ენერგიის „ლაზერული სხივები“ გახდა.

აღნიშნული ვიდეო-კლიპი პირველად TikTok და Instagram პლატფორმებზე ხანძრამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა, ანგარიშის მიერ, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს პოსტებს უცხოპლანეტელებისა და ზებუნებრივი არსებების შესახებ. ანგარიშის მფლობელი ვიდეოების შემქმნელი ანტონიო ვილიამსია.

ვიდეოს გავრცელებას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP Fact Check-იც გამოეხმაურა. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ მწვანე შუქი და მასთან დაკავშირებული ხმოვანი ეფექტები ციფრული რედაქტირების ნიშნებს შეიცავს. მაგალითად, გავრცელებული ვიდეოს სრულ ვერსიაში, დაახლოებით 1 წუთის ნიშნულზე, მომენტალურად კადრში სატვირთო მანქანა ჩნდება, რომელიც ვიდეოში აქამდე არ ჩანდა და არც იძვრის.

AFP-მა ასევე განიხილა ვილიამსის სხვა ვიდეოებიც, მაგალითად, ვიდეო, რომელშიც  ნაჩვენებია ხიდის ქვეშ მოცურავე მასიური "მდინარის ურჩხული", მიწის ზემოთ მცურავი უცხოპლანეტელები, დრაკონი, რომელიც თვითმფრინავს მიჰყვება, ადამიანის მსგავსი ფიგურა, რომელიც დადის ღრუბლებში და სხვა ზებუნებრივი მოვლენები. ცხადია, აღნიშნული ვიდეოებიც დამუშავებულია. AFP უილიამსს კომენტარისთვისაც დაუკავშირდა, რომელსაც იგი არ გამოეხმაურა და საპასუხოდ, გასაუბრების შემდეგ, AFP-ის ჟურნალისტი TikTok-ზე დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ „ლაზერული სხივებით“ ცეცხლის წარმოშობის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. მაგალითად, 2023 წელს „ლაზერულ სხივებს“ უკავშირებდნენ თურქეთში, ხოლო 2023 წლის 8 აგვისტოს ჰავაიში ხანძრის წარმოშობასაც. 

იარაღი, რომელსაც ხანძრის გამოწვევას მიაწერენ, სხვადასხვა სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად ლაზერისა და სხვა ელექტრომაგნიტური ენერგიის ტექნოლოგიას იყენებს. ამ იარაღის სახეობას მიმართული ენერგიის იარაღს უწოდებენ (Directed Energy Weapon). აღნიშნული ტიპის იარაღიდან დამაზიანებელი მოქმედება ვიწრო კონად კონცენტრირებული გამოსხივებით ხორციელდება.

კოლორადოს უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ინიციატივების ცენტრის დირექტორმა და ექსპერტმა ენერგეტიკული იარაღის საკითხებში, იაინ ბოიდმა, AFP-ს განუცხადა, რომ მცენარეებზე ნასროლ მაღალენერგეტიკულ ლაზერს თეორიულად ცეცხლის გაჩენა შეუძლია, თუმცა ამ სიმძლავრის ლაზერული სხივის გასავრცელებლად უზარმაზარი ავიამზიდი იქნებოდა საჭირო, რაც თვალისთვის შეუმჩნეველი ვერანაირად დარჩებოდა. გარდა ამისა, ეს სხივები არათუ მწვანე, როგორც ვიდეოზეა ასახული, არამედ უხილავი იქნებოდა.

Smokehouse Creek-ის ხანძრისას, რომელიც 26 თებერვალს ჰაჩინსონის ოლქში დაიწყო, 2024 წლის 5 მარტის მონაცემებით, 1,2 მილიონ ჰექტარზე მეტი დაიწვა, დაიღუპა ორი ადამიანი და ათასობით პირუტყვი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდები. მაგალითად, ერთ-ერთი ახალი სარჩელი ტეხასის Smokehouse Creek-ის ხანძარის გაჩენაში ენერგოკომპანიას ადანაშაულებს. ბრალმდებლის განცხადებით, ცეცხლის წარმოქმნა ელექტროენერგიის ბოძის წაქცევამ გამოიწვია, რომელიც დროულად არ შეკეთდა და მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა. 

კლიმატის ცვლილებების შედეგად ცხელი და მშრალი გარემო-პირობების ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელ ხანძრებზე ჯერ კიდევ 2021 წელს საუბრობდა ტეხასის შტატის კლიმატოლოგი ჯონ ნილსენ-გამონი. მისი მტკიცებით, ტყის ხანძრის რისკი ტეხასის მასშტაბით გაიზრდებოდა, ხანძრის სეზონი შედარებით დიდხანს გაგრძელდებოდა და მოვლენის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები ტეხასის აღმოსავლეთით გაფართოვდებოდა.

რაც არ უნდა ყოფილიყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ინფორმაციის, რომ ტეხასში ტყის ხანძრის მიზეზი მაღალი ენერგიის „ლაზერული სხივები“ გახდა, დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Smokehouse Creek
ტეხასის ხანძარი
„ლაზერული სხივები“
Directed Energy Weapon
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა