• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ მილიარდი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

დეზინფორმაცია: იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ მილიარდი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-ის ვაქცინამ ამ დროისთვის ერთი მილიარდი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ეს არის ნამდვილი დემოგრაფიული კოლაფსი მთელ მსოფლიოში“. რეალურად, მსგავსი განცხადება არ იძებნება, იაპონია ვაქცინებთან დაკავშირებით რეკომენდაციას კვლავ გასცემს. ამავდროულად, გამოცემა, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის პირველწყაროა, დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 

 

ვიდეოში ისმის The people’s voice-ის სიუჟეტიდან ხმა, სადაც წამყვანი ამტკიცებს, რომ იაპონელი მეცნიერების აზრით, ვაქცინები პოპულაციის განადგურებას იწვევს. სიუჟეტი გამოცემის სტატიას ეყრდნობა სათაურით „იაპონია გვაფრთხილებს, რომ COVID-ის ვაქცინები გლობალურად მოსახლეობის კოლაფსს იწვევენ“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გამოცემა „The People’s Voice“ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია (1, 2, 3). 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ იაპონელ მეცნიერებს COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით მსგავსი გაფრთხილება არ გაუციათ. მტკიცება, რომ რეალური იყოს, მას  საერთაშორისო მედია გამოეხმაურებოდა და რეზონანსულიც იქნებოდა. ამავდროულად, The People's Voice-ის სტატიაში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, სანდო წყარო, რომელიც მტკიცებას დაადასტურებდა. 

აღსანიშნავია, რომ თუ იაპონიაში დაამტკიცეს, რომ COVID-19 ვაქცინები ადამიანებს კლავს და გლობალურად მოსახლეობის შემცირებას იწვევს, მაშინ ქვეყანაში ვაქცინების გამოყენება შეწყდებოდა. თუმცა, იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრო (MHLW) კვლავ რეკომენდაციას გასცემს. 

The people’s voice-ის სტატიაში  იაპონიაში მოსახლეობის რაოდენობის კლება ასევე COVID-19-ის ვაქცინებთან არის დაკავშირებული. რეალურად, კი ქვეყანა მოსახლეობის კლებას ათწლეულზე მეტი ხანია, კერძოდ, 2010 წლიდან, განიცდის. შესაბამისად, მოსახლეობის კლების ტენდენცია COVID-19 ვაქცინების შექმნამდე დაიწყო. ქვეყანაში ყოველწლიურად შობადობის მაჩვენებელი უფრო და უფრო მცირდება (იხილეთ გრაფიკი).  

 

 The People's Voice-ის სიუჟეტში ასევე  გამოყენებულია ფოტო (იხ. პირველი ფოტო), რომელშიც ჯარისკაცებს კუბო მიაქვთ, რეალურად, 2011 წლის მარტში არის გადაღებული და COVID-19-ის პანდემიასთან საერთო არ აქვს.

Facebook-პოსტის ავტორი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „COVID-19-ის ვაქცინები კლავს. რეალურად, ვაქცინების ერთადერთი ფუნქცია COVID-19 დაავადებასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებებისგან (როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი) დაცვაა. კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, გამოიყენება (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე, შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

კოვიდვაქცინებმა კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. თუმცა ვაქცინის გამოყენებაში ჩაშვებისთანავე, ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით არსებობს VAERS-ის (Vaccine Adverse Event Reporting System) სისტემა, სადაც ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შემთხვევების აღრიცხვა ხდება.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, COVID-ის ვაქცინამ ამ დროისთვის ერთი მილიარდი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, არ დასტურდება. ინფორმაციის პირველწყარო გამოცემაა, რომელიც დეზინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვაქცინები
იაპონია
The People's Voice
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა