• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Politics”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის  გიორგი ვაშაძის ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოში არსებულ ბანერებზე ჩანს წარწერები: „5CCP”, „41 ევროპისკენ“.  რეალურად, ფოტო რედაქტირებულია, შეცვლილია ბანერებზე არსებული ტექსტი.

  

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს, ტელეკომპანია „TV პირველის” გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებიდან“ არის ამოღებული. რეალურ ფოტოში წითელ ბანერზე ჩანს წარწერა „5 - კეთილდღეობა ევროპაში“; „41 - სიღატაკე იზოლაციაში“. გიორგი ვაშაძემ გადაცემაში აღნიშნა (16:30 წუთიდან), რომ არჩევანი მარტივია, მოსახლეობა  არჩევნების შემდეგ ან ირჩევს სიღატაკესა და იზოლაციას, რაც „ქართული ოცნების“ გზას წარმოადგენს, ან - კეთილდღეობას ევროკავშირში.

  

ცნობისთვის, Facebook-გვერდი „Politics“ ანტიოპოზიციური შინაარსის მქონე ფოტო/ვიდეო მასალას ხშირად ავრცელებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3). Disinfoobserver-ის მიხედვით, გვერდი ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიის და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს, რისთვისაც სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს. ამავდროულად, მადისკრედიტებელი მიზნებისთვის პოსტებს ფეისბუქის გაყალბებული დეკლარაციით ასპონსორებს.

ამდენად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია, ბანერებზე არსებული წარწერები შეცვლილია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რედაქტირებული ფოტო
Politics
გიორგი ვაშაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა