• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეოში „მაიმუნის ყვავილის“ ტესტირების რიგში მყოფი ხალხი ჩანს

დეზინფორმაცია: ვიდეოში „მაიმუნის ყვავილის“ ტესტირების რიგში მყოფი ხალხი ჩანს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, ლაშა მენთეშაშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2) ვიდეოს ავრცელებს,  რომელზეც რიგში მყოფი ხალხი ჩანს. ვიდეო შემდეგი აღწერა ახლავს თან: „ცხვრები დგანან მაიმუნის ყვავილის PCR-ს რიგში“. სინამდვილეში, ვიდეოში ადამიანები არა „მაიმუნის ყვავილის“ ტესტირების რიგში, არამედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, მინესოტას შტატის გუბერნატორთან, ტიმ უოლცთან შეხვედრის რიგში დგანან (არქივირებული ბმული).

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-ის ფაქტების გადამმოწმებელმა სამსახურმაც გადაამოწმა.

ვიდეოში ჩანს რიგში მყოფი ხალხი თეატრ Astro-ს წინ, ქალაქ ოჰამაში, ნებრასკას შტატში. სწორედ აქ შეხვდა მხარდამჭერებს დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, ტიმ უოლცი, კამპანიის ფარგლებში ვიზიტის დროს, 2024 წლის 17 აგვისტოს. აღნიშნული ვიდეო ამ შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რიგს ასახავს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვინც მსგავსი ვიდეო გაავრცელა, X-ის (წარსულში Twitter) მომხმარებელი იყო, რომელიც შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. ამავე მომხმარებელმა მოგვიანებით მეორე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც თეატრ Astro-ს გვერდით მდებარე შენობის La Vista City Centre-ის ირგვლივ არსებული ხალხის რიგი ჩანს. მსგავსი ფოტო თავად Reuters-მაც გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ მასზე ტიმ უოლცთან შეხვედრისთვის მისული მხარდამჭერების რიგია აღბეჭდილი.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

ცნობისთვის, 2024 წლის 6 აგვისტოს კამალა ჰარისმა ტიმ უოლცი დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 

2024 წლის 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, რასაც მრავალი დეზინფორმაციული მტკიცების გავრცელება მოჰყვა (ამ საკითხის შესახებ დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: 1; 2; 3).

------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"მაიმუნის ყვავილი\"
დეზინფორმაცია
Mpox
ფსიქოდელიური საშუალებები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა