იტვირთება

2022 წლის 29-30 ივლისს Facebook-ანგარიშებმა - სულიერი სამყარო და ლაშა მენთეშაშვილი იდენტური ვიდეოები სხვადასხვა აღწერით გამოაქვეყნეს. ვიდეოში ჩანს დადგმა, რომელსაც ორი ქალი ოთახში მყოფ საზოგადოებას წარმოუდგენს. სულიერი სამყაროს თანახმად, ვიდეო NATO-ს სამიტზეა გადაღებული, სადაც ხელოვნების სახელით სატანისტურ რიტუალებს ატარებენ. ლაშა მენთეშაშვილი კი წერს, რომ დადგმა ბელგიის პარლამენტში გაიმართა, რასაც მოსამართლეებიც ესწრებიან.

სინამდვილეში, დადგმა არც NATO-ს სამიტზეა გადაღებული და არც ბელგიის პარლამენტში. ვიდეო, რომელზეც Facebook-ანგარიშები წერენ, ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტის აკადემიური წლის გახსნის ცერემონიალზე მოწყობილ მხატვრულ დადგმას ასახავს.

Google-ის საძიებო სისტემის ხელსაწყოს - image search-ის, თანახმად, ანალოგიური ვიდეო YouTube-ზე 2017 წელს აიტვირთა, წარწერით, „მემარცხენე მეცნიერები გენტის უნივერსიტეტში [ბელგია]“. ვიდეოში გარკვევით ჩანს უნივერსიტეტის ლოგო და სახელი.

აღნიშნული დადგმა NATO-ს სამიტს უცხოურ მედიაშიც დაუკავშირეს, რაზეც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - CheckYourFact-იც - წერდა. CheckYourFact-ს გენტის უნივერსიტეტის სპიკერი, სტეპანი ლენოირი, ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეო ნამდვილად გენტის უნივერსიტეტში, ახალი აკადემიური წლის გახსნის ცერემონიალზე, 2017 წელსა არის გადაღებული. გენტის წარმომადგენელმა CheckYourFact-ს ღონისძიების ამსახველი ფოტოებიც გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულ ცეკვასთან ერთად სხვა პერფორმანსებიც ჩანს.

ვიდეოში მოცემული პერფორმანსი თეატრალურმა კომპანიამ - Action Zoo Humain - მოამზადა, რომელსაც არც NATO-ს სამიტთან, არც ბელგიის პარლამენტთან და არც სატანისტურ რიტუალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი