სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში “ირაკლი ზაქარეიშვილი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4) ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აქვეყნებს, აღწერით: „ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოს, ესტონეთის დედაქალაქში, ხელისუფლების ორგანიზებით მორიგი ფაშისტური მარში გაიმართა!“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო ესტონეთში გამართული სამხედრო ისტორიის ფესტივალიდან გავრცელდა, სადაც სხვადასხვა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოდელო ბრძოლებს მართავენ. ფესტივალზე ერთ-ერთი კლუბი ნაცისტებს განასახიერებდა.
ვალგას სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ფესტივალი ესტონეთში ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა ქვეყნიდან სამხედრო ისტორიის კლუბების წევრებს აერთიანებს. ფესტივალის მიმდინარეობისას სამოდელო ბრძოლები ტარდება, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ფორმა აცვიათ. ვიზიტორებითვის სხვადასხვა თემატიკით ბაზრობებიც იმართება, მათ შორის, ადგილობრივი ფერმერები თავიანთ პროდუქციას
სამხედრო ისტორიის ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წელს 16-17 აგვისტოს გაიმართა, ინფორმაცია ფესტივალის ვებ-გვერდსა და Facebook-ღონისძიებებშიც ხელმისაწვდომია (იხილეთ სურათები ქვემოთ).
ფესტივალიდან ფოტო/ვიდეო მასალა Facebook-პლატფორმაზეც, მათ შორის ლატვიის მსროლელთა ასოციაციის ფილიალის ოფიციალური გვერდის „Cesis Battlefield“ მიერ, გავრცელდა.
ამდენად, მტკიცება, რომ ესტონეთის ხელისუფლების დაფინანსებით „ფაშისტური მარში“ გაიმართა, მცდარია. რეალურად, Facebook-პოსტის ქვეშ დართული სურათი ასახავს სამხედრო ისტორიის ფესტივალიდან ჯგუფს, რომელიც ნაცისტებს განასახიერებდა და სამოდელო ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.