• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გავრცელებულ ვიდეოში ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან სასიყვარულო ურთიერთობის დეტალებს იხსენებს

დეზინფორმაცია: გავრცელებულ ვიდეოში ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან სასიყვარულო ურთიერთობის დეტალებს იხსენებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), გადაცემიდან „სთორი“ ნიკა გვარამიას ინტერვიუს მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში Facebook-ანგარიშს ჩასმული აქვს ნიკა მელიას ფოტოები, რათა შექმნას წარმოდგენა, რომ მონაკვეთში გვარამია ნიკა მელიას შესახებ საუბრობს. პოსტსაც დართული აქვს აღწერა: „გვარამიას და მელიას ლავ სთორი [სასიყვარულო ისტორია]“.  რეალურად, გადაცემის მონაკვეთში გვარამია მის მეუღლეზე, სოფო ლილუაშვილზე, საუბრობს. 

 

თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“, რომლის სტუმარი ნიკა გვარამია იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2021 წლის 29 ივნისს გავიდა. პარტია „ახლის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, გადაცემაში მეუღლის გაცნობის ისტორია გაიხსენა (00:52:52 წუთიდან). Facebook-ანგარიშსაც სწორედ ამ მონაკვეთიდან აქვს კადრები ამოჭრილი. რედაქტირებულ ვიდეოში ჩანს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საერთო ფოტოები თუ ვიდეოები, რითაც ანგარიში ცდილობს, შექმნას წარმოდგენა, რომ გვარამიამ მათ ურთიერთობაზე ისაუბრა. ასე მაგალითად, გადაცემიდან ამოჭრილია კადრი, სადაც ნიკა გვარამია მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. რედაქტირებულ ვიდეოში კი ამ მონაკვეთს კადრი ადევს, რომელიც 11 მარტს, სასტუმრო „შერატონშია“ გადაღებული, როცა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ახალი პარტიის, სახელწოდებით „ახალი“,  შექმნის შესახებ განაცხადეს.

ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი დამფუძნებლების დისკრედიტაციის მიზნით  არა ერთი რედაქტირებული ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია (1,2,3).

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნიკა გვარამია
ნიკა მელია
\"ახალი\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა