• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

13/03/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ნიკა გვარამიას გამოსვლის რედაქტირებულ ვიდეოს (დაარქივებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს. რეალურად, ვიდეოს მონაკვეთები ისეა მოჭრილი, რომ მსმენელს მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას. 

„მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ახალი“ პარტია შექმნეს. პარტიის შესახებ მათ თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ 2024 წლის 11  მარტს ისაუბრეს.

პრეზენტაციის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც თითქოს ნიკა გვარამია ამბობს: „ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში საკუთარი თავი“. აღნიშნულ ვიდეოში ნიკა გვარამიას სიტყვის ფრაგმენტები იმგვარადაა მოჭრილი და შეერთებული, რომ მისი ნათქვამის სრული კონტექსტი იკარგება და გამოდის, რომ პოლიტიკოსი საკუთარი თავის დამარცხებას აცხადებს მიზნად. 

სინამდვილეში, ნიკა გვარამიამ შემდეგი განცხადება გააკეთა (იხილეთ ჩანაწერი 3:57 წუთიდან): „ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ“.

სოციალურ ქსელში ვიდეოს მანიპულაციურ გავრცელებას ხელი  სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური ძალების მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართულმა ანგარიშებმა (იხილეთ ბმული 1, 2) შეუწყვეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულ ქსელში მოქმედი ერთ-ერთი ანონიმური გვერდია „Agentura“. გვერდი ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს (1, 2, 3) აქტიურად აზიარებს. გვარამიას რედაქტირებული ვიდეო  „აგენტურას“ Tik-Tok პლატფორმაზეც გავრცელდა. ვიდეო ასევე გამოაქვეყნა ანგარიშმა polit_nakrdzali, რომელიც საკუთარ არხზე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ მიმართულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს (1, 2, 3). 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნიკა გვარამია
ნიკა მელია
\"ახალი\"
ჯო ბაიდენი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა