სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, შემდეგ პოსტს ავრცელებს: „რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებმა მედიაში განაცხადეს, რომ 22 ივნისს საქართველო - ჩეხეთის თამაშზე ქართველებს დაუჭერენ მხარს და დიდი ზეიმით შეხვდებიან თუ საქართველო გაიმარჯვებს ჩეხეთთან

ინფორმაციას რუსული გამოცემა ‘’Только русский”ავრცელებს“.

ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო სააგენტო, სახელად „Только русский“, არ იძებნება. ინტერნეტში არ მოიპოვება ამ დასახელების მქონე მედიასაშუალების ვებგვერდი, ტელეგრამ არხი, ან რაიმე სხვა, რაც მსგავსი მედიის არსებობას დაადასტურებდა.

გარდა ამისა, ინფორმაცია, თითქოს რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები საქართველო - ჩეხეთის მატჩის დროს საქართველოს ნაკრებს უჭერენ მხარს, არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი წყაროს ბმულს არც თავად პოსტის გამავრცელებელი უთითებს.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ცნობისთვის, ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5536 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი