სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი პოლიტიკოსების ფოტოს აზიარებს. აღნიშნული ფოტო, აღწერასთან ერთად, ქმნის წარმოდგენას, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გაერთიანდა და ხელისუფლებას მათთან ერთად ებრძვის. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია და ის პირველად სატირული ფოტოების გამავრცელებელი ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა.
ფოტო ინტერნეტსივრცეში პირველად 2020 წლის 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. მას Facebook-ანგარიში Nugzar Metreveli ავრცელებდა. ანგარიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სატირული შინაარსის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ათასზე მეტი რეაქცია აქვს. რეაქციებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ კონკრეტული ამბავი სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს ისიც, რომ საზოგადოების ნაწილმა კადრი რეალურად მიიჩნია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.