სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. რეალურად, ნანუკა ჟორჟოლიანს უცენზურო სიტყვის შემცველი განცხადება არ გამოუქვეყნებია და ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მის Facebook-გვერდზე ინფორმაციის გამავრცელებლის მიერ წარმოდგენილი პოსტი არ გამოუქვეყნებია. 2024 წლის 28 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქციის გამართვამდე, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მალე დარიგდება ლობიანები, ხაჭაპურები, სოკოს ღვეზელები და წყლები პარლამენტის უკან. ვინც სამსახურიდან მოდიხართ, თამამად წამოდით“.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ნანუკა ჟორჟოლიანის Facebook-პროფილსა და ფოტოანაბეჭდზე წარმოდგენილ პროფილის სურათებს შორის სხვაობაც ადასტურებს.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია.

მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.