სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე (1; 2) ნიკა მელიას შემდეგი ციტატა ვრცელდება: “გლდანის ციხიდან ადამინების წამების ხმა იყო დემოკრატიული და სწორედ ეს ხმა მიგვაქანებდა შიგ-ევროპაში.” გარდა ამისა, ნათქვამია, რომ მელია 7 ნოემბერს მომიტინგეებს არბევდა. სინამდვილეში, ციტატაც და მტკიცებაც ყალბია. (არქივირებული ბმული)

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას მსგავსი განცხადება მის ოფიციალურ Facebook-გვერდსა და პროფილზე ან რომელიმე სანდო მედიასაშუალების საიტზე არ იძებნება.

გარდა ამისა, პოსტებში ნათქვამია, რომ იგი [2007 წლის] 7 ნოემბერს მომიტინგეებს არბევდა. რეალურად, ნიკა მელია 2007 წელს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ყოფილა. პარტიას ის 2013 წელს შეუერთდა.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა, რომელსაც ნიკა მელიას მიაწერენ, ყალბია.

------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.