• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტენესის სენატმა „ქიმტრეილერებისა“ და გეოინჟინერიის პრაქტიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიიღო

დეზინფორმაცია: ტენესის სენატმა „ქიმტრეილერებისა“ და გეოინჟინერიის პრაქტიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიიღო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3) ამტკიცებს (არქივირებული პოსტის ბმული), რომ ტენესის სენატმა „მიიღო კანონპროექტი ქიმტრეილერებისა და გეოინჟინერიის პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“. მისი მტკიცებით, თანდათან იზრდება შტატების რიცხვი, რომლებიც „ქიმტრეილების“ წინააღმდეგ იბრძვიან. რეალურად, ტენესის სენატის მიერ ინიციირებული კანონპროექტი შტატის საზღვრებში „ტემპერატურის, ამინდის ან მზის ინტენსივობის ზემოქმედების მიზნით“ ქიმიკატების გავრცელებასა და გეოინჟინერიის პრაქტიკის გამოყენებას კრძალავს. კანონპროექტში სიტყვა „ქიმტრეილი“ ნახსენებიც არ არის.

ტენესის შტატის მიერ 2024 წლის 18 მარტს ინიციირებული კანონპროექტი SB 2691 მიზნად  ამინდის ექსპერიმენტული მოდიფიკაციის ტექნიკის აკრძალვას ისახავს, რომელიც  „ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორიასთან ხშირად არასწორად ასოცირდება.  

2024 წლის 24 მარტს დაინიცირებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ „ფედერალურმა მთავრობამ ან სხვა ერთეულებმა, რომლებიც  ფედერალური მთავრობის სახელით ან ფედერალური მთავრობის მოთხოვნით მოქმედებენ, შეუძლიათ ჩაატარონ გეოინჟინერიის ექსპერიმენტები ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების განზრახ გაფანტვით და ეს აქტივობები შეიძლება მოხდეს ტენესის შტატში“. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი SB 2691 კრძალავს: „ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური ნაერთების, ან აპარატის ნებისმიერი საშუალებით განზრახ ინექციას, განთავისუფლებას ან დისპერსიას ამ შტატის საზღვრებში ატმოსფეროში ტემპერატურაზე, ამინდზე ან მზის შუქის ინტენსივობაზე ზემოქმედების მიზნით“. 

დეზინფორმაცია „ქიმტრეილების“ შესახებ გეოინჟინერიის სტრატეგიებს, რომლებიც გლობალური დათბობის უარყოფითი ეფექტების შეზღუდვის მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული, ხშირად არასწორად ერწყმის.   

ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა „ღრუბლების დათესვა“. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის („National Oceanic and Atmospheric Administration“) განმარტებით, „ღრუბლების დათესვა“ პიროტექნიკის საშუალებით ვერცხლის იოდიდის ღრუბლებში ინექციას გულისხმობს, ნალექის ან თოვლის წარმოსაქმნელად ისეთ ადგილებში, სადაც სხვაგვარად ნალექი არ წარმოიქმნება. ამინდის მოდიფიკაციის ეს ფორმა ჯერ კიდევ 1940-50-იან წლებში დაინერგა.

ნევადაში მდებარე უდაბნოს კვლევითი ინსტიტუტის („Desert Research Institute“) თანახმად, „ღრუბლების დათესვა“ „შეიძლება განხორციელდეს სახმელეთო გენერატორებიდან ან თვითმფრინავებიდან“. ამჟამად „ღრუბლების დათესვის“ ოპერაციები  ნევადაში, კოლორადოსა და კალიფორნიაში მიმდინარეობს. 

კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებთან გამკლავების კიდევ ერთი სტრატეგიაა მზის გეოინჟინერია. ჰარვარდის მზის გეოინჟინერიის კვლევის პროგრამის („Harvard’s Solar Geoengineering Research Program“) განმარტებით, „მზის გეოინჟინერიის მიზანია, მზის სინათლის მცირე ნაწილის უკან კოსმოსში არეკვლა ან კოსმოსში დაბრუნებული მზის რადიაციის რაოდენობის გაზრდა, პლანეტის გასაგრილებლად“.

ზემოხსენებული გეოინჟინერიის სტრატეგიები არ მოიცავს „ქიმიურ ბილიკებს“, ისევე, როგორც არცერთი სხვა, მეცნიერების მიერ გლობალური დათბობის ეფექტებთან გასამკლავებლად შემუშავებული ტექნოლოგია.

გავრცელებულ დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact-იც გამოეხმაურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ტენესის კანონპროექტში, რომელიც შტატის სენატმა 18 მარტს მიიღო, „ქიმიური ბილიკები“, „ქიმტრეილები“ ნახსენებიც არ არის. 

რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია, რომელსაც „კონტრეილს“ (contrail) ან „ორთქლის ბილიკს“ უწოდებენ.

მიუხედავად არსებული კვლევებისა, ადამიანებს კვლავ სჯერათ, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი არა „კონტრეილი“ არამედ „ქიმიური ბილიკი“, ე.წ. „ქიმტრეილია“, რომლის გავრცელების მიზანიც მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. აღნიშნული შეთქმულების თეორია მანიპულაციურად ხშირად ვრცელდება („ფაქტ-მეტრის“ სტატიები აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე 1, 2, 3).

„კონტრეილები“თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის - არა.

ამრიგად, გავრცელებული მტკიცება, რომ ტენესის შტატის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ქიმტრეილების“ აკრძალვას ისახავს მიზნად, არასწორია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"ქიმტრეილები\"
გეოინჟინერია
SB 2691
ტენესის შტატი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა