• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თვითმფრინავებიდან მოსახლეობას გვწამლავენ და/ან კორონავირუსს ავრცელებენ

დეზინფორმაცია: თვითმფრინავებიდან მოსახლეობას გვწამლავენ და/ან კორონავირუსს ავრცელებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: თვითმფრინავებიდან მოსახლეობას გვწამლავენ და/ან კორონავირუსს ავრცელებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქართულ Facebook-სივრცეში ცნობილი შეთქმულების თეორიის - „ქიმიური ბილიკის“ - (Chemtrail) შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეთქმულების თეორიის თანახმად, „ეშმაკის მიმდევრები“ თვითმფრინავებიდან მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს აფრქვევენ და ვირუსებს ავრცელებენ, რითიც მოსახლეობას წამლავენ და აავადებენ. კორონავირუსის პანდემიასთან ერთად გაჩენილმა „ინფოდემიამ“ „ქიმიური ბილიკის“ (Chemtrail) შეთქმულების თეორიას ახალი განვითარება მისცა - დეზინფორმატორების ნაწილი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით (Chemtrail) კორონავირუსს ავრცელებენ. საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის ახალ შტამს სწორედ ამ მეთოდით ავრცელებენ. „ქიმიური ბილიკის“ თეორიის ერთ-ერთ ვარიანტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ჯანმოს ევროპის დაბინძურების გამო ევროპული სახელმწიფოები უჩივიან, „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. აღნიშნული მტკიცებები უსაფუძვლოა და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„ქიმიური ბილიკის“ შესახებ შეთქმულების თეორია ამ ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი თეორიაა. ის სათავეს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნიდან იღებს. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ცაში ხშირად მთავრობების (ან სხვა აქტორების) მიერ თვითმფრინავებიდან განზრახ გამოფრქვეული დამაზიანებელი ნივთიერებების მიერ დატოვებული კვალი შეინიშნება. შეთქმულების თეორიას სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს. ერთ ნაწილს სჯერა, რომ მთავრობები ამინდს აკონტროლებენ, „გეო-ინჟინერიის“ ექსპერიმენტებისას გვწამლავენ და გავლენიანი ჯგუფები მოსახლეობას ქიმიკატებს აფრქვევენ, რათა ისინი უფრო დამყოლი და მარტივად გასაკონტროლებელი გახადონ.

რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია - ე.წ. „კონტრეილი“ (contrail). მისი წარმოქმნისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, რაც ძირითადად თვითმფრინავის გაფრენის ადგილას ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავის საწვავის ნახშირწყალბადის წვისას გვერდითი პროდუქტის სახით აორთქლებული წყალი წარმოიქმნება. „კონტრეილი“ ყინულის მცირე ნაწილაკებისგან შედგება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ის ხილულია, თუმცა მასშიც თვითმფრინავისგან გამოყოფილი წყალი მცირეა, ხოლო წყლის უმეტესი ნაწილი თავად თვითმფრინავის გზაზე ტენიანობიდან გამომდინარე ჰაერშივე არსებობს. „კონტრეილები“ ავიაციის ნორმალური ეფექტია, რომელიც ავიაციის განვითარების საწყისებიდანვეა ცნობილი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „კონტრეილებს“ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

„ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მისი რეალობასთან შესაბამისობის გადასამოწმებლად კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტი) 77 მეცნიერი, რომლებიც ატმოსფეროს შეისწავლიან, მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ ეს გამოგონილი ტყუილია. თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა, რათა გარკვეულმა ინტერეს-ჯგუფებმა მოსახლეობა დაიმორჩილონ, დასაწყისშივე საფუძველს მოკლებული და არარეალურია. თუმცა აღნიშნული ჭეშმარიტება კვლევითაც დადასტურდა.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 98,7%-მა (76-მა მეცნიერმა 77-დან) განაცხადა, რომ მათ საიდუმლო მასშტაბური ატმოსფერული პროგრამის (secret large-scale atmospheric program – SLAP), იგივე - „ქიმიური ბილიკის (Chemtrail), ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ხოლო შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ მოყვანილი მტკიცებები სრულიად სხვა ბუნებრივი, ქიმიასა და ფიზიკაში კარგად ცნობილი ფაქტორებით აიხსნება, რაც თვითმფრინავების ფრენისა და საწვავის წვის შედეგია. რაც შეეხება, 77-დან იმ ერთ მეცნიერს, რომელიც 76 კოლეგას არ შეუერთდა, მან არც შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის მიზეზად კი მან ის ფაქტი დაასახელა, რომ ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა დააფიქსირა. აღნიშნულ არეალში კი, მისი თქმით, ხმელეთზე ბარიუმის დაბალი შემცველობა იყო. კვლევაში აგრეთვე განხილულია შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ გავრცელებული სურათები და მათზე აღბეჭდილი ცაში დატოვებული კვალის წარმოქმნის ბუნებრივი ფაქტორებია ახსნილი.

ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებული ინვერსიული კვალის გარდა საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციულ სურათებსა და ვიდეოებში სხვა ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული არგუმენტებია მოცემული, მაგალითად - თვითმფრინავებში დამონტაჟებული ტანკერები, საიდანაც თითქოს მომწამვლელი ნივთიერებები იფრქვევა (მაგალითები იხილეთ ქვემოთ სურათებზე). რეალურად არც ერთი მათგანი ასახავს რაიმე სახის ქიმიურ იარაღს. ისინი თვითმფრინავებში არსებული წყლით სავსე ტანკერებია, რომლებიც თვითმფრინავების საცდელი ფრენების დროს მგზავრთა წონის სიმულაციისთვის გამოიყენება, რათა აფრენისა და დაშვებისთვის სხვადასხვა წონა და ბალანსი გამოიცადოს. მაგალითად, მე-4 სურათზე თვითმფრინავის A380 (Airbus)-ში განთავსებული ბალასტის ტანკერები ჩანს. „ქიმიური ბილიკის“ მტკიცებულებად მოყვანილი სურათების დეტალური განხილვა შეგიძლიათ იხილოთ შეთქმულების თეორიების გამოაშკარავების ავტორიტეტული ვებგვერდის სტატიაში.

„ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორიის კორონავირუსთან დაკავშირება 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის დაწყების პარალელურად, დაიწყო. COVID-19-ის გავრცელებასა და „ქიმიურ ბილიკს“, რეალურად თვითმფრინავის დატოვებულ ინვერსიულ კვალს შორის, რაიმე კავშირის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

კორონავირუსის ახალი უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების შესახებ ყალბი ამბები გავრცელდა. რეალურად კი გავრცელებულ სურათებზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული ჩვეულებრივი ინვერსიული კვალია ასახული (მაგალითად, იხილეთ სურათზე).

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა