• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სალათის ჭამით ადამიანს X დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდება

დეზინფორმაცია: სალათის ჭამით ადამიანს X დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. „ეშმაკები ავითარებენ მცენარეულ "ვაქცინებს". სალათი შეჭამე და X დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაგიტარდება”, - წერს პოსტის აღწერაში. რეალურად, ბიოფარმა Medicago-მ ვაქცინის შესაქმნელად მცენარეზე დაფუძნებული ტექნოლოგია გამოიყენა, თუმცა აღნიშნული ვაქცინაც ინექციით კეთდება. სალათებისა თუ სხვა ბოსტნეულის მიღებით ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შესვლა არ ხდება. 

 

ვიდეოში წარმოდგენილია  არხის ABC 10 News  სიუჟეტი, რომელიც 2021 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა. სიუჟეტი ეხება ვაქცინას, რომელიც  კანადაში დაფუძნებული ბიოფარმა Medicago-სა და GlaxoSmithKline-ის მიერ შეიქმნა. მათ მიერ შექმნილი ვაქცინა იყენებს მცენარეზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას. ვირუსის გენეტიკური კოდი მცენარის ფოთლის უჯრედში უვნებელი ბაქტერიის გამოყენებით გადააქვთ. მცენარის ბუნებრივი უჯრედული პროცესი გამოიყენება არა-ინფიცირებადი ვირუსის მსგავსი ნაწილაკების წარმოსაქმნელად, რომლებიც ფორმით  COVID-19-ის გამომწვევ სპაიკ ვირუსს ჰგავს. 

მცენარეზე დაფუძნებული ტექნოლოგია გამოიყენება ე.წ. გადამტან მცენარეებში, რომლებიც კარტოფილის, სიმინდის, თამბაქოს მონათესავეა. 

დენის ტარაკჯიანმა, სან დიეგოს კლინიკური კვლევების სამედიცინო ცენტრში კვლევების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ მიუხედავად  სტრუქტურული მსგავსებისა,  ეს ვირუსის მსგავსი ნაწილაკები „ცარიელი ჭურვებია“, რომლებიც გენეტიკურ ინფორმაციას არ შეიცავს და მათ არ შეუძლიათ ინფექცია გამოიწვიონ. 

აღსანიშნავია, რომ Medicago-ს ვაქცინა არ საჭიროებს ისეთ გაყინვას, როგორც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები. ამდენად, მათი შენახვა და ტრანსპორტირება უფრო მარტივია.  

Medicago-ს ვირუსის მსგავსი ნაწილაკები შექმნილია ისე, რომ პათოგენის საერთო სტრუქტურას ძალიან ჰგავდეს, თუმცა ის ვირუსი არ არის.

ტესტირებების შედეგად, ვაქცინა სახელწოდებით Covifenz, კანადაში, 2022 წელს   დამტკიცდა. მანამდე, კერძოდ, 2020 წელს კანადის მთავრობამ კომპანიაში 173 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ჩადო. მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ COVID-19 მცენარეული ვაქცინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მან კვლევებით 71 % ეფექტურობა აჩვენა.  

აღსანიშნავია, რომ დამტკიცებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, Medicago-ს COVID-19 ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის იმ მოტივით არ მიეღო, რადგან კომპანიას თამბაქოს მწარმოებელ კომპანიასთან აქვს კავშირი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით,  Marlboro-ს სიგარეტის მწარმოებელი Philip Morris International ოდესღაც Medicago-ს აქციონერი იყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის მიწურულს მისი ყველა აქცია გასხვისდა.

ამდენად, მტკიცება, რომ სალათების ჭამით ადამიანებს ცრიან, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#Covifenz
#ვაქცინები
#მცენარეზე დაფუძნებული ტექნოლოგია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა